
ჯითი გრუპი - BYD-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მულტიბრენდული კომპანია "ჯითი გრუპი" 2026 წლიდან BYD-ის ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული დილერი გახდა საქართველოში.
საქართველოს ელექტრომობილების ბაზარი წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა BYD -ს მომხმარებლებისთვის აქამდე ფაქტობრივად მიუწვდომელი იყო ქართული ბაზრის სპეციფიკაზე მორგებული, მწარმოებლის ოფიციალური გარანტიით უზრუნველყოფილი ავტოტექნიკა, მწარმოებლის სტანდარტებთან შესაბამისი სერვისი და ოფიციალური გარანტია. ასევე კვალიფიციური ტექნიკური გუნდი და ორიგინალი სათადარიგო ნაწილები. 2026 წლიდან კი ჯითი გრუპი ქართულ ბაზარზე BYD-ის ოფიციალური დილერის სტატუსით ავტორიზებული წარმომადგენლობის სრულ სტანდარტს ამკვიდრებს და BYD-ის მომხმარებლებისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობას ქმნის - მუდმივად საიმედო მხარდაჭერა და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, რომელიც პასუხობს როგორც ჯითი გრუპის, ისე BYD-ს გლობალურ სტანდარტებს.
ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის აღსანიშნავად კომპანიამ ქართული ბიზნეს მედიის წარმომადგენლები და სფეროს ლიდერები BYD-ის ყოველწლიურ E-Journey 2026 ექსკლუზიურ ღონისძიებაზე მიიწვია. ღონისძიება ჩინეთის ქალაქ ჟენჯოუში, 11–15 მაისს გაიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრომობილების შექმნის პროცესს, ტექნოლოგიურ მიდგომებსა და პროდუქტებს პირადად გაცნობოდნენ.
5-დღიანი ღონისძიების ფარგლებში GT Group-ის სტუმრებმა კომპანიისა და BYD-ის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს BYD-ის ჟენჯოუს სამრეწველო კომპლექსი - მასშტაბური საწარმო, სადაც სამ ინტეგრირებულ საწარმოო ხაზზე ყოველდღიურად შვიდი სხვადასხვა მოდელი იწარმოება.სტუმრებმა ასევე მოინახულეს BYD Di Space - სივრცე, რომელიც აერთიანებს კომპანიის ისტორიას, მემკვიდრეობას, განვითარების ხედვასა და ძირითად ტექნოლოგიურ ინოვაციებს.
მონაწილეებმა პროფესიონალურ სარბოლო ტრასასა და უგზოობაში გამოსცადეს BYD DENZA-სა და YANGWANG-ის ავტომობილები და გაეცნენ სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიას, რომელიც ელექტრო ავტომობილის დამუხტვას სულ რამდენიმე წუთში უზრუნველყოფს.