მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა
ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა

ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა

BM.GE17 ივნისი, 2026, 15:11|bm.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საგამოცდო ლაბორატორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მაღალი პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.

ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა სსტ ისო/იეკ 17025 მოთხოვნების შესაბამისი ყოველწლიური შეფასების პროცესი, რომელიც მიმდინარე წლის 11-12 ივნისს ჩატარდა და ყოველგვარი შეუსაბამობის გარეშე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, გარე აუდიტის მიმდინარეობისას, ლაბორატორიაში არცერთი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა, რაც სისტემის სწორი მენეჯმენტისა და გაზომვების ვალიდურობის მონიტორინგის დამსახურებაა.

ლაბორატორიული შედეგების სიზუსტესა და სანდოობას განსაკუთრებით განამტკიცებს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებებში რეგულარული მონაწილეობა. ამჯერად, ჯივიპის საგამოცდო ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო ავტორიტეტული საერთაშორისო პროვაიდერის, „ERA“-ს მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში (რაუნდი WP 375), რომელიც წყალში ქლორორგანული პესტიციდების განსაზღვრას ეხებოდა.

აღნიშნულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 947 ლაბორატორია მონაწილეობდა. გამოგზავნილ საკონტროლო ნიმუშში ჯივიპის ლაბორატორიამ 20 ქლორორგანული პესტიციდი განსაზღვრა, 100%-იანი, უტყუარი შედეგი აჩვენა და ERA-სგან ოფიციალურად მიიღო Laboratory of Excellence აღიარება.

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო აღიარება და უმაღლესი მაჩვენებლები ლაბორატორიის გუნდის თავდადებული შრომის, მაღალი კვალიფიკაციისა და Aqualia-სა და ჯივიპის მენეჯმენტის მუდმივი მხარდაჭერის შედეგია, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას სტაბილურად შეინარჩუნოს მომსახურების უმაღლესი ხარისხი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვაში გამოკვეთილი დიდგორის ბრძოლა: საქართველოში შავი ზღვის თავზე ციხე-სასტუმრო შენდება

ქვაში გამოკვეთილი დიდგორის ბრძოლა: საქართველოში შავი ზღვის თავზე ციხე-სასტუმრო შენდება

BM.GE

მზია ამაღლობელი ჯერ კიდევ გისოსებს მიღმაა და ის ჩვენს ფიქრებში რჩება - მეცოლა

მზია ამაღლობელი ჯერ კიდევ გისოსებს მიღმაა და ის ჩვენს ფიქრებში რჩება - მეცოლა

BM.GE

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია საქართველო მსოფლიო საფეხბურთო ზეიმის ნაწილია

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია საქართველო მსოფლიო საფეხბურთო ზეიმის ნაწილია

BM.GE

კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრში 1 000 ლარი გახდება

კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრში 1 000 ლარი გახდება

BM.GE