მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კაია კალასმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები წარადგინა
კაია კალასმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები წარადგინა

კაია კალასმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები წარადგინა

BM.GE3 ივლისი, 2026, 17:35|bm.ge

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდამჭერი იურიდიული პირების წინააღმდეგ ახალი სანქციები წარადგინა. არსებული ინფორმაციით, ეს ინიციატივა კიევზე 2 ივლისს განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმას უკავშირდება.

კაია კალასის თქმით, უკრაინის პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოსკოვმა გაიგოს, რომ ის ამ ომში გამარჯვებას ვერ მოახერხებს.

საყურადღებოა, რომ ახალი შეზღუდვების ასამოქმედებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო. იმ ქვეყნების ლიდერებს კი, რომლებიც ძირითადად ეწინააღმდეგებიან ხოლმე ანტირუსულ სანქციებს, ჯერ ოფიციალური პოზიცია არ გაუჟღერებიათ.

აღსანიშნი ფაქტია, რომ, მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტიც წარადგინა. ეს ინიციატივა მიზნად კრემლის ეკონომიკის დასუსტებას ისახავს. ახალი შეზღუდვები, რომელთა დამტკიცებასაც გაერთიანება უახლოეს კვირებში გეგმავს, ძირითადად საბანკო, ენერგეტიკულ და სავაჭრო სექტორებზე გავრცელდება.

ცნობისთვის, 2 ივლისს განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 74 რაკეტა და 490-ზე მეტი დრონი გაუშვა, რასაც შედეგად 30-მდე ადამიანის დაღუპვა და 100-მდე მოქალაქის მძიმედ დაჭრა მოჰყვა. საჰაერო იერიშები დედაქალაქის გარდა ზაპოროჟიეს, ნიკოლაევსა და ხარკოვსაც შეეხო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა წერია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით გამოუგზავნეს

რა წერია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით გამოუგზავნეს

BM.GE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

BM.GE

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE