მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კაკლოვანი ხილის ექსპორტმა $188.5 მილიონს მიაღწია - სამინისტრო აგროსექტორის შედეგებს აჯამებს
კაკლოვანი ხილის ექსპორტმა $188.5 მილიონს მიაღწია - სამინისტრო აგროსექტორის შედეგებს აჯამებს

კაკლოვანი ხილის ექსპორტმა $188.5 მილიონს მიაღწია - სამინისტრო აგროსექტორის შედეგებს აჯამებს

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 04:00|bm.ge

2025-2026 მარკეტინგულ წელს საქართველოდან კაკლოვანი ხილის ექსპორტის ღირებულებამ 188.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, რომელიც საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს აგროსექტორის 13-წლიან შედეგებს აჯამებს.

უწყების ცნობით, 2025/2026 წელს საქართველოდან ექსპორტირებული 18.5 ათასი ტონა თხილიდან უდიდესი ნაწილი - 12.5 ათასი ტონა ევროკავშირის ბაზრებზე გავიდა. ქართული თხილის მთავარი მიმღები ქვეყნები იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი და პოლონეთი გახდნენ.

რაც შეეხება 13-წლიან შედეგებს, 2012-2025 წლებში საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ოთხჯერ გაიზარდა და 1.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების ღირებულება თითქმის გასამმაგდა.

უწყების ცნობით, ამ პერიოდში წარმოებისა და საექსპორტო მაჩვენებლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა როგორც მევენახეობა-მეღვინეობის, ისე კაკლოვანი კულტურებისა და მეცხოველეობის მიმართულებით.

2012 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში წარმოების მასშტაბური ზრდა დაფიქსირდა მევენახეობაში, მეხილეობასა და მეცხოველეობაში:

მევენახეობა და მეღვინეობა

ყურძნის წარმოება 144 ათასი ტონიდან 348.9 ათას ტონამდე, ანუ 142%-ით გაიზარდა. პარალელურად, რადიკალურად შეიცვალა ყურძნის გადამუშავების მასშტაბიც: თუ 2012 წლის რთველის ფარგლებში მხოლოდ 52 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, 2025 წლისთვის გადამუშავებული ნედლეულის მოცულობამ რეკორდულ 340 ათას ტონას მიაღწია. ამ პროცესს თან ახლდა ინდუსტრიის გაფართოებაც - სექტორში რეგისტრირებული ღვინის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობა 40-დან 500-მდე გაიზარდა. შედეგად, ქართული ღვინის საექსპორტო შემოსავლები 65 მილიონიდან 268 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო სარეალიზაციო ბაზრების გეოგრაფია 40-დან 71 ქვეყნამდე გაფართოვდა.

მრავალწლოვანი კულტურები და მეხილეობა

13 წელიწადში თხილის წარმოება თითქმის გაორმაგდა და 24.7 ათასი ტონიდან 49.3 ათას ტონას მიაღწია, კაკლის მოსავალი 4.8 ათასიდან 7.8 ათას ტონამდე გაიზარდა, ხოლო ვაშლის წარმოებამ 45 ათასიდან 62.9 ათას ტონას გადააჭარბა. მთლიანობაში, ხილის საერთო წარმოება - ყურძნისა და ციტრუსის გამოკლებით - 157.9 ათასი ტონიდან 215.8 ათას ტონამდეა გაზრდილი.

ამასთან, ქართულ აგროსექტორში ჩამოყალიბდა სრულიად ახალი მიმართულებაც მოცვის სახით, რომელიც, სამინისტროს ცნობით, დღეს უკვე ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან საექსპორტო კულტურას წარმოადგენს და ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობას ქმნის.

მეცხოველეობა

2012-2025 წლებში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაშიც. კერძოდ, ღორის ხორცის წარმოება თითქმის გასამმაგდა და 11.8 ათასიდან 32.8 ათას ტონამდე გაიზარდა, ფრინველის ხორცის მოცულობა ორჯერ მეტად - 11.7 ათასიდან 25.6 ათას ტონამდე გაფართოვდა, ძროხის ხორცის წარმოებამ კი 16.2 ათასიდან 24.2 ათას ტონას მიაღწია. ამავე პერიოდში კვერცხის წარმოება 474 მილიონიდან 692.9 მილიონ ცალამდე გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოძღვრის დღე აღნიშნესიმედი
  • გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდარუსთავი 2
  • აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდატვ პირველი
  • კალაძე 21-ე სკოლაზე: სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, კითხვები არ უნდა არსებობდესფორმულა
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

Google-ი ახალი ფლაგმანური მოდელის, Gemini 4-ის გამოშვებისთვის ემზადება

Google-ი ახალი ფლაგმანური მოდელის, Gemini 4-ის გამოშვებისთვის ემზადება

BM.GE

დანიის დაზვერვის ცნობით, რუსეთი NATO-ს წევრებს შესაძლოა მომდევნო თვეებში დაესხას თავს

დანიის დაზვერვის ცნობით, რუსეთი NATO-ს წევრებს შესაძლოა მომდევნო თვეებში დაესხას თავს

BM.GE

"წარმატებული შეხვედრა იყო... კვლავ შევხვდებით ნოემბერში" - დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრა შეაჯამა

"წარმატებული შეხვედრა იყო... კვლავ შევხვდებით ნოემბერში" - დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრა შეაჯამა

BM.GE

“გვაქვს უმნიშვნელო კლება რაოდენობაში და მცირე კლება შემოსავლებში” – GASA

“გვაქვს უმნიშვნელო კლება რაოდენობაში და მცირე კლება შემოსავლებში” – GASA

BM.GE