მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კანადის ეკონომიკა მოულოდნელად რეცესიაში შევიდა
კანადის ეკონომიკა მოულოდნელად რეცესიაში შევიდა

კანადის ეკონომიკა მოულოდნელად რეცესიაში შევიდა

BM.GE30 მაისი, 2026, 01:00|bm.ge

როგორც ირკვევა, 2020 წლის პანდემიური ლოკდაუნების შემდეგ, კანადაში ტექნიკური რეცესია პირველად დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის რეალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 0.1%-ით დაიკლო, რაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებულ 1.0%-იან კლებას მოჰყვა.

ეკონომისტები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ-ის 1.5%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა მაჩვენებლები მოულოდნელად შემცირდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მშპ-ის კლების ზედიზედ მეორე კვარტალია, რაც ქვეყანაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ შენელებაზე მიუთითებს. მშპ-ის სუსტი მონაცემები შრომის ბაზარზე არსებულ არასახარბიელო ვითარებას ემთხვევა. ამასთან, აშშ-ის მიერ დაწესებული მოქმედი ტარიფების ფონზე, კანადის ეკონომიკა, სავარაუდოდ, კვლავ წნეხის ქვეშ დარჩება.

რაც შეეხება შინამეურნეობების მაჩვენებლებს, დანაზოგების დონე 3.5%-მდე შემცირდა. ეს 2024 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკური რეცესია ეკონომიკური აქტივობის კლებას გულისხმობს და ის ოფიციალურად მაშინ ფორმდება, როდესაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ზედიზედ ორი კვარტალის განმავლობაში მცირდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Anthropic-მა განახლებული მოდელი Opus 4.8 წარადგინა

Anthropic-მა განახლებული მოდელი Opus 4.8 წარადგინა

BM.GE

რომელი ქვეყნები ლიდერობენ ჩიპების წარმოებაში?

რომელი ქვეყნები ლიდერობენ ჩიპების წარმოებაში?

BM.GE

Ferrari Luce EV-ის წარდგენამ კომპანიის აქციების 8%-იანი ვარდნა გამოიწვია

Ferrari Luce EV-ის წარდგენამ კომპანიის აქციების 8%-იანი ვარდნა გამოიწვია

BM.GE

როგორ გამოიყურება 250 დოლარის კუპიურა?

როგორ გამოიყურება 250 დოლარის კუპიურა?

BM.GE