მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კანონპროექტის უმთავრესი მიზანი სოციალური ინტერესების დაცვაა - სემეკი გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე
კანონპროექტის უმთავრესი მიზანი სოციალური ინტერესების დაცვაა - სემეკი გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

კანონპროექტის უმთავრესი მიზანი სოციალური ინტერესების დაცვაა - სემეკი გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 21:21|bm.ge

"მოცემული კანონპროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სოციალური გარანტიების გაძლიერება და ენერგორესურსების რაციონალური და ეფექტიანი მოხმარების ხელშეწყობა", - ასეთია სემეკის განმარტება პარლამენტში განხილულ კანონპროექტზე, რომლითაც კომისიას უფლება ექნება გაზისა და წყლის მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.

"კანონპროექტი ემსახურება, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგორესურსების პასუხისმგებლობიან და ეფექტიან გამოყენებას. კანონპროექტის მიღების შედეგად გაგრძელდება გარდამავალი რეგულაციის მოქმედება და კომისიას შეუნარჩუნდება უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით.

ასევე, კომისია უფლებამოსილი იქნება გარდამავალ პერიოდში დაადგინოს წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის განსხვავებული ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვას და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას", - აცხადებენ კომისიაში.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რადგან სემეკი გაზისა და წყლის სამომხმარებლო ტარიფებს მიმდინარე წლის ბოლოს გადახედავს.

"აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.

მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვასა და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას", - წერია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო

BM.GE

გაერომ უკრაინის ენერგეტიკაზე რუსული დარტყმები კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად შეაფასა

გაერომ უკრაინის ენერგეტიკაზე რუსული დარტყმები კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად შეაფასა

BM.GE

წელს „არქის“ გაყიდვები 48%-ით გაიზარდა - ვინ ინტერესდება უძრავ ქონებაში ინვესტირებით?

წელს „არქის“ გაყიდვები 48%-ით გაიზარდა - ვინ ინტერესდება უძრავ ქონებაში ინვესტირებით?

BM.GE

AI-ის გამო, ჩინეთის საფონდო ბირჟამ $2.4 ტრილიონი დაკარგა

AI-ის გამო, ჩინეთის საფონდო ბირჟამ $2.4 ტრილიონი დაკარგა

BM.GE