მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „კარტოფილის წარმოების ზრდისა და დარგის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია“ - დავით სონღულაშვილი
„კარტოფილის წარმოების ზრდისა და დარგის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია“ - დავით სონღულაშვილი

„კარტოფილის წარმოების ზრდისა და დარგის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია“ - დავით სონღულაშვილი

BM.GE22 მაისი, 2026, 14:49|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ კარტოფილის წარმოებისა და დარგის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მწარმოებელ ფერმერებსა დავით სონღულაშვილმა კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უწყების გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრაზე ფერმერებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა წარადგინა ინიციატივა დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც სექტორის მხარდაჭერასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.

„კარტოფილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია წარმოების ზრდისა და დარგის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ შეიქმნა შესაბამისი საბჭო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია, არსებული გამოწვევების განხილვა და ისეთი მექანიზმების განსაზღვრა, რომლებიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, შესაბამისი ტექნიკის ხელმისაწვდომობის საკითხებს და დარგის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების იმგვარად კორექტირების მნიშვნელობას, რომ ეფექტიანად პასუხობდეს დარგის რეალურ გამოწვევებს.

სამინისტროს ცნობით, საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით გაიმართება. კვარტალში ერთხელ კი, შეხვედრას მინისტრი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას.

საქართველოში კარტოფილის წარმოება 208 ათას ტონამდე შემცირდა, ბოსტნეულის - გაიზარდა|საქსტატი

ცნობისთვის, გასული წლის რეკორდული ექსპორტის შემდეგ, მიმდინარე წლის 4 თვეში კარტოფილის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. იანვარ-აპრილში საქართველოდან 2 მილიონ 443 ათასი დოლარის ღირებულების 12 232 ტონა კარტოფილი გავიდა ქვეყნიდან. კლება 88.6%-ია. წელს ქართული კარტოფილის მთავარი ექსპორტიორი აზერბაიჯანი იყო, სადაც 2 მილიონ 174 ათასი დოლარის ღირებულების 11 163 ტონა კარტოფილი გაიყიდა, მცირე მოცულობით ექსპორტი იყო სომხეთში ($143.2 ათასი) და რუსეთში ($125.7 ათასი).

გასულ წელს, 4 თვეში კარტოფილის ძირითადი ნაწილი რუსეთში გავყიდეთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE