მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კასპიის ზღვის დონემ ბოლო 48 წლის მინიმუმს მიაღწია
კასპიის ზღვის დონემ ბოლო 48 წლის მინიმუმს მიაღწია

კასპიის ზღვის დონემ ბოლო 48 წლის მინიმუმს მიაღწია

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 21:48|bm.ge

კასპიის ზღვაში წყლის დონე მკვეთრად შემცირდა და ბოლო 48 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა.

სპეციალისტები ამ პროცესის მთავარ მიზეზებად კლიმატის ცვლილებას, ჰაერის ტემპერატურის მატებასა და გლობალურ დათბობას ასახელებენ. აზერბაიჯანის გეოგრაფიის ინსტიტუტის კასპიის ზღვის გეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, სეიდ საფაროვის განცხადებით, დონის კლების უარყოფითი ტენდენცია ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, წყლის დონის კლებას სანაპირო დასახლებებზე, საზღვაო გადაზიდვებსა და პორტების ოპერაციებზე პირდაპირი უარყოფითი გავლენა ექნება. პარალელურად, საფრთხე ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას, ზღვის ბიომრავალფეროვნებასა და მთლიან ეკოსისტემასაც ემუქრება.

სანაპირო ზოლის დაშრობა და წყალმარჩხი მონაკვეთების გაფართოება ნაოსნობას მკვეთრად გაართულებს. ეს პროცესი კი არსებული საზღვაო და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას საოპერაციო დაბრკოლებებს შეუქმნის. ექსპერტების გაფრთხილებით, დონის კლების ამ ტემპით გაგრძელება რეგიონის ქვეყნებისთვის შექმნილ წნეხს კიდევ უფრო გაამწვავებს.

ცნობისთვის, ბოლო 30 წლის განმავლობაში კასპიის ზღვის დონემ დაახლოებით 2.5 მეტრით დაიკლო, სანაპირო ზონებში კი წყლის მაჩვენებელი 1.5 მეტრზე მეტით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-ს აგენტებს უკვე ბარათით გადახდაც შეუძლიათ - სტარტაპმა ChatGPT Wallet-ი წარადგინა

OpenAI-ს აგენტებს უკვე ბარათით გადახდაც შეუძლიათ - სტარტაპმა ChatGPT Wallet-ი წარადგინა

BM.GE

აზერბაიჯანთან ახალ პროექტს ვგეგმავთ, ერთობლივი გამშვები პუნქტის, რომელიც ტვირთის გატარების დროს შეამცირებს - გენადი არველაძე

აზერბაიჯანთან ახალ პროექტს ვგეგმავთ, ერთობლივი გამშვები პუნქტის, რომელიც ტვირთის გატარების დროს შეამცირებს - გენადი არველაძე

BM.GE

Diamondback Energy-მ შეიძლება Double Eagle-ის აქტივები $5 მილიარდად შეიძინოს

Diamondback Energy-მ შეიძლება Double Eagle-ის აქტივები $5 მილიარდად შეიძინოს

BM.GE

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არავის სჯეროდა, მაგრამ დავიწყეთ - გენადი არველაძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არავის სჯეროდა, მაგრამ დავიწყეთ - გენადი არველაძე

BM.GE