მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „კავკასიის მანდილი“ - გუდაურში მასშტაბური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
„კავკასიის მანდილი“ - გუდაურში მასშტაბური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

„კავკასიის მანდილი“ - გუდაურში მასშტაბური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

BM.GE28 მაისი, 2026, 21:52|bm.ge

„კავკასიის მანდილი“ - ასე ჰქვია ახალ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტს გუდაურში, რომელიც ქართული დეველოპერული კომპანია Pontus-ის, სასტუმროების მართვის საერთაშორისო ოპერატორის Rotana-სა და იტალიური არქიტექტურული ბიუროს NOA-ს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროექტი ორ ლოტად არის დაყოფილი და მოიცავს ფართო, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას - ჯამში 37 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და თითქმის 400-მდე ნომერს.

სტანდარტული ნომრები, ექსკლუზიური შალეები და აპარტამენტები, SPA ცენტრები და საპარკინგე სივრცეები კურორტს მიზიდულობს ახალ ცენტრად აქცევს. ინვესტორების განცხადებით, „კავკასიის მანდილი“ გრძელვადიან სარგებელს შექმნის რეგიონისთვის. მათ შორისაა ახალი სამუშაო ადგილები; საერთაშორისო ტურისტებისა და ინვესტორების მოზიდვა და გუდაურის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა. „გამოვყოფდი სამ ასპექტს, რომლებიც ამ პროექტს რეგიონში არსებული სხვა სათხილამურო კურორტებისგან განასხვავებს: პირველი არის მდებარეობა - ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სათხილამურო ტურიზმისთვის კავკასიაში. მეორე ასპექტი არის სტილი და დიზაინი, რომელიც იტალიელმა არქიტექტორებმა შეგვიქმნეს. მესამე კი არის მენეჯმენტი, რომელსაც ახორციელებს Rotana-ს გუნდი, მათ მსოფლიოს მასშტაბით 120 სასტუმროს მართვის დიდი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, სამი მთავარი ასპექტია: მდებარეობა, სულისკვეთება და მენეჯმენტი“, - აცხადებს Pontus Development-ის დამფუძნებელი ირაკლი ვარშალომიძე.

„გუდაური საქართველოში კარგად ცნობილი მთის კურორტია. ის საკმაოდ პოპულარულია მოგზაურთა შორის როგორც რეგიონიდან, ისე, ევროპიდან, და სულ უფრო პოპულარული ხდება ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის, რადგან ახლო აღმოსავლეთის მთავარი ქალაქებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათიანი ფრენაა საჭირო აქ ჩამოსასვლელად. ის გამოირჩევა ულამაზესი პეიზაჟებით, შესანიშნავი კულტურით, მდიდარი სამზარეულოთი, ღვინით, ისტორიით და ყველა იმ ელემენტით, რაც ახლო აღმოსავლელ მოგზაურებს იზიდავს. ასე რომ, მას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ამავდროულად, გუდაურში სასტუმრო მომსახურების მიწოდება ჯერ კიდევ არასაკმარისია, რაც ჩვენთვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, რომ განვაგრძოთ გზა და შევქმნათ ახალი საკურორტო ლოკაცია საქართველოში“, - აცხადებს Rotana-ს კორპორაციული განვითარების დირექტორი ფარჰან შუბაილათი.

არქიტექტურაზე იტალიურმა კომპანია NOA-მ იმუშავა. მისი თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ სასტუმროს პროექტის არქიტექტურულ ინსპირაციად ტრადიციული თავსაბურავი იქცა - დიზაინში გაერთიანდა ეროვნული სიმბოლოები და ტრადიციები. „არქიტექტურული კონცეფცია, ძირითადად, ბუნებასთან დიალოგს ეფუძნება. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ ლანდშაფტს, რომელიც აქ დაგვხვდა; გვიყვარს გუდაურის რეგიონი, ხედები, პანორამული გარემო და მთელი ეს არეალი. ამიტომ, გვინდოდა ისეთი ვიზუალი მოგვეძებნა, რომელიც განსაკუთრებულად შეერწყმებოდა გარემოს. ამ პროექტით, გარკვეულწილად, ლანდშაფტი იქცევა შენობად, შენობა კი ლანდშაფტად. ამ პროექტში ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალს აღმოაჩენ. ის ბევრი პატარა ნიშისგან შედგება და არა ერთი დიდი კომპლექსისგან, მიუხედავად მისი მასშტაბურობისა“, - აცხადებს Noa-ს თანადამფუძნებელი ლუკას რუნგგერი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE