
„კავშირი მქონდა უშუალოდ მამუკა მდინარაძესთან…“ - ვალერი გელაშვილი
„კავშირი მქონდა უშუალოდ მამუკა მდინარაძესთან…“, - ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში მისთვის დაკისრებულ 11.5-მილიონიან ჯარიმასზე და მამუკა მდინარაძესთან მის წარსულ ურთიერთობაზე საუბრობს.
საქმე ეხება სამშენებლო კომპანია შპს „ლიტ ჯეო ინვესტში“ წილების გამოსყიდვას, რომლის საკითხზეც საგადასახადო სამსახურმა გელაშვილს ჯამში 11.5 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
საგულისხმოა, რომ გელაშვილმა აღნიშნულ საკითხზე „TV პირველთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის დაკისრებულ გადასახადს მამუკა მდინარაძის პირად დამოკიდებულებას უკავშირებს. ბიზნესმენი ფულის გათეთრების ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს „მდინარაძის ხუშტურებს“ უწოდებს.
ბიზნესმენი BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას მამუკა მდინარაძესთან უშუალო კავშირი ჰქონდა, თუმცა კონკრეტული დეტალების საჯაროდ მოყოლას ამ ეტაპზე არ აპირებს.
„კავშირი მქონდა უშუალოდ მამუკა მდინარაძესთან... პირადი საუბარი პირად საუბრად დარჩება. მაგრამ გირაო რაც მადევს, ეს მისი [მამუკა მდინარაძის] პირადი დამოკიდებულებიდანაა“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა BM.GE-სთან.
"₾11.5 მილიონით დამაჯარიმეს..." - ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ყიდის
BM.GE
წყარო: bm.ge