მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კევინ უორში ფიცს პარასკევს დადებს
კევინ უორში ფიცს პარასკევს დადებს

კევინ უორში ფიცს პარასკევს დადებს

BM.GE20 მაისი, 2026, 04:15|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ფედერალური რეზერვის მომავალი ხელმძღვანელის კევინ უორშის ფიცის დადების ცერემონია პარასკევისთვის ჩანიშნა. თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებაზე ახალი ლიდერი უფლებამოსილებას ჯერომ პაუელისაგან ოფიციალურად გადაიბარებს. საყურადღებოა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა FED-ის ახალი თავმდჯომარე ფიცს თეთრ სახლში დადებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი ხელმძღვანელი აშშ-ის ცენტრალურ ბანკს საკმაოდ რთულ პერიოდში ჩაიბარებს. ისრაელისა და აშშ-ის ირანთან მიმდინარე ომი ინფლაციურ პროცესებს ამწვავებს და ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებას მნიშვნელოვნად ართულებს.

ამასთან, კრიტიკოსები თეთრი სახლისგან უორშის დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ტრამპი მიერ მიერ შერჩეული ახალი ლიდერისგან საპროცენტო განაკვეთების მალევე შემცირებას ელის.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა კევინ უორშის კანდიდატურაზე გასული კვირის მიწურულს იმსჯელა. კანონმდებლებმა 54 ხმით 45-ის წინააღმდეგ ის, თითქმის ერთპარტიულად დაამტკიცეს, რაც ამერიკული რეალობისთვის არადამახასიათებელი მოვლენაა.

მოსმენების დროს ახალმა ხელმძღვანელმა დამოუკიდებლად მოქმედების პირობა დადო, თუმცა დემოკრატიული პარტია თავისი სიტყვების სიმყარეში ვერ დაარწმუნა. მათი უკმაყოფილება განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ უორშმა ფედერალური რეზერვის მიერ ბოლო წლებში გატარებული არაერთი ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა.

ცნობისთვის, კევინ უორში აშშ-ის ცენტრალური ბანკის რიგით მეჩვიდმეტე ხელმძღვანელი გახდება. ის ამ პოსტზე ჯერომ პაუელს შეცვლის. მას უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად გასულ კვირას ამოეწურა. ამჟამად ყოფილი ხელმძღვანელი მოვალეობას დროებით ასრულებს, თუმცა უორში დამტკიცების შემდეგ ბორდში დარჩება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კვლავ აქტიურად ჩაერთვება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE