
ხინკალი 15%-ზე მეტად გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები სექტემბერში?
BM.GE|bm.ge
საქსტატის მონაცემებით, სურსათის გაძვირების ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 13%-ით გაიზარდა.
2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, სექტემბერში რესტორნებში ხინკალი წლიურად 15.4%-ით გაძვირდა. გასული წლის სექტემბერთან შედარებით 6%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 12%-ითაა გაზრდილი.
6.5%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და წლიურმა მატებამ 2% შეადგინა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge