მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხობისწყალზე ₾4.7-მილიონიანი ხიდის მშენებლობა 3.5 წელიწადის დაგვიანებით დასრულდა
ხობისწყალზე ₾4.7-მილიონიანი ხიდის მშენებლობა 3.5 წელიწადის დაგვიანებით დასრულდა

ხობისწყალზე ₾4.7-მილიონიანი ხიდის მშენებლობა 3.5 წელიწადის დაგვიანებით დასრულდა

BM.GE22 მაისი, 2026, 15:29|bm.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ხობის მუნიციპალიტეტში, ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე, სოფლების - გაღმა და გამოღმა ქარიატას დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი ფოლად-რკინაბეტონის ხიდი, რომლის სიგრძე 116 მეტრს შეადგენს, ტროტუარის სიგანე კი 1.5 მეტრია.

პროექტზე 4.7 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება კომპანია Construction Service-თან 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა და მის ფარგლებში ხიდის მშენებლობა 12 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემდგომ კონტრაქტი თოთხმეტჯერ შეიცვალა და კომპანიას პროექტის დასრულება ჯერ 2024; შემდეგ 2025, საბოლოოდ კი 2026 წლის 20 მაისამდე გადაუვადდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ 2023 წელს მოხდა წყალდიდობა, რის გამოც გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით შეიცვალა პროექტი, რამაც თავის მხრივ განხორციელების დრო გაახანგრძლივა.

აღნიშნული კომპანია 2023 წლიდან თბილისის 200-მეტრიანი ავტობუსების 60.5-მილიონიანი დეპოს მშენებლობითაც არის დაკავებული და ის 2023 წლის ივნისში გაფორმებული ხელშეკრულებით 18 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობის დასრულება ხუთჯერ, 2026 წლის 31 მაისამდე გადავადდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE