მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა - სეს
ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა - სეს

ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა - სეს

BM.GE18 მაისი, 2026, 17:49|bm.ge

ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა.

სეს-ის ინფორმაციით, ქალაქ ხობში გამოვლენილია ფიზიკური პირი ლ. შ., რომელსაც საკუთარი ავტომობილით გადაჰქონდა 85 კგ მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, სუბპროდუქტები (ტყავი, თავ-ფეხი, შიგნეულობა და სხვა) და პირუტყვის დაუმუშავებელი თავი.

"საქონელი სავალდებულო უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, სასაკლაოს გვერდის ავლით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაიკლა. ასევე, ხორცის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დადგენილ ნორმებს არ შეესაბამებოდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ამოღებული ხორცი შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა", - წერია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს.

სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE