მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხომ არ ხდება ჩრდილოვანი ეკონომიკური გარიგებები „ჰუმანიტარული მიზნების“ საფარქვეშ - გიგა ფარულავა
ხომ არ ხდება ჩრდილოვანი ეკონომიკური გარიგებები „ჰუმანიტარული მიზნების“ საფარქვეშ - გიგა ფარულავა

ხომ არ ხდება ჩრდილოვანი ეკონომიკური გარიგებები „ჰუმანიტარული მიზნების“ საფარქვეშ - გიგა ფარულავა

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 17:30|bm.ge

ხომ არ ხდება ჩრდილოვანი ეკონომიკური გარიგებები „ჰუმანიტარული მიზნების“ საფარქვეშ - ეს კითხვა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავამ, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლისას დასვა. მან აგვისტოში ოკუპირებული აფხაზეთში საქართველოდან საწვავის გაყიდვის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკური გუნდი ყველა რეალურ ჰუმანიტარულ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი აფხაზი დებისა და ძმების ყოფის გაუმჯობესებას მიესალმება. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრი პროცესის სრული გამჭვირვალობისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის 2 კითხვას სვამს.

ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა ქართული ისტორიული მიწების სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე შეუძლებელია...

რუსეთის აგრესია დღესაც გრძელდება - მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესი ღიად დააჩქარა. ამის ფონზე, „ოცნება“, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად, მიმდინარე ანექსიას პასუხობს დანაშაულებრივი დუმილით, ომის დაწყებას საკუთარ ქვეყანას აბრალებს და სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის თავს! ამ ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას ოკუპანტი რეჟიმი ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებს და კიდევ უფრო აძლიერებს ჰიბრიდულ ომს. დღეს, უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა ოკუპაციაზე, მაგრამ ერთხელ არ უხსენებია რუსეთი - როგორც ოკუპანტი.

ამ ყველაფრის პარალელურად, პასუხგაუცემელი რჩება უმნიშვნელოვანესი კითხვები: როგორ, რა გზითა და რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა? „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ კრძალავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას სპეციალური თანხმობის გარეშე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა რეალურ ჰუმანიტარულ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი აფხაზი დებისა და ძმების ყოფის გაუმჯობესებას. სწორედ საქართველო და ჩვენი ევროპული ინტეგრაცია არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა მათი თვითმყოფადობის, კულტურისა და ეკონომიკური კეთილდღეობის დასაცავად იმ რუსული ასიმილაციისგან, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში სრულ შთანთქმას უქადის მათ იდენტობას.

პროცესის სრული გამჭვირვალობისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, აუცილებელია ღიად და საჯაროდ გაეცეს პასუხი:

• არსებობს თუ არა საქართველოს მთავრობის ოფიციალური სამართლებრივი აქტი და რა არის ამ ტვირთის რეალური, საბოლოო დანიშნულება? • ხომ არ ხდება ჩრდილოვანი ეკონომიკური გარიგებები „ჰუმანიტარული მიზნების“ საფარქვეშ?

თუ ჩვენი მოქალაქეების ბედი გაწუხებთ, აქვე შეგახსენებთ, რომ ენგურის ხიდზე ჩვენს მოქალაქეებს მკაცრად ეზღუდებათ პირადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტების გადატანა, ხოლო შემოწმება ხშირად დამამცირებელ ფორმას იღებს.

უმძიმესია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურობა, რომელზეც ხელისუფლებას მკაფიო, ქმედითი პასუხი და უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნია.

აქვე შეგახსენებთ და მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ ინიციირებულ რეზოლუციას რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ანექსიურ აქტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დააფიქსიროთ საქართველოს სახელმწიფოს ურყევი პოზიცია ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ.

ამასთან, მზად ვართ, რეზოლუციის განხილვის პროცესში გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები და შესაბამისი წინადადებები, მათ შორის, დოკუმენტში აისახოს 18 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. არჩევნების მკაფიო დაგმობა“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საწვავით ფაქტობრივად სრულად რუსეთიდან მარაგდება, უკვე არაერთი კვირაა დეფიციტია. ავტოგასამართი სადგურებთან რიგებია, ხშირად საწვავი მხოლოდ ლიმიტირებული მოცულობით გაიცემა. აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ რეგიონში პირველად საწვავი საქართველოდან შევიდა. 18 აგვისტოს მდგომარეობით, პრემიერის ინფორმაციით, რეგიონს ჯამში 680 ტონა საწვავი მიეწოდა. აფხაზეთში საწვავს კომპანია "სოლიდუსი" ყიდდა, რომელსაც მთავრობამ სპეციალური საწარმოს სტატუსი 3 თვით გაუხანგრძლივა.

მთავრობის განკარგულება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობას შეეხება. დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება სწორედ სპეციალური სტატუსის მქონე კომპანიას შეუძლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი გადადგა | რა გახდა მიზეზი?

აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი გადადგა | რა გახდა მიზეზი?

BM.GE

რამდენად ძვირი უჯდება ეკონომიკას სიგარეტის მოწევა - ესპანური კვლევის შედეგები

რამდენად ძვირი უჯდება ეკონომიკას სიგარეტის მოწევა - ესპანური კვლევის შედეგები

BM.GE

სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

BM.GE

"გვესმის, რისი შეცვლაა გადაუდებელი და რისი - არა" | მარიამ ლაშხი განათლების რეფორმაზე

"გვესმის, რისი შეცვლაა გადაუდებელი და რისი - არა" | მარიამ ლაშხი განათლების რეფორმაზე

BM.GE