მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხორბალი, შაქარი, ბრინჯი, კაკაო, სიმინდი – რატომ იზრდება ფასები?
ხორბალი, შაქარი, ბრინჯი, კაკაო, სიმინდი – რატომ იზრდება ფასები?

ხორბალი, შაქარი, ბრინჯი, კაკაო, სიმინდი – რატომ იზრდება ფასები?

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 21:58|bm.ge

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟებზე ზრდის მკვეთრი დინამიკა ფიქსირდება, კერძოდ, წელს ხორბალი 44%-ით არის გაძვირებული; შაქარი თითქმის 20%-იან ზრდას აჩვენებს; ბრინჯს 63%-იანი ზრდა აქვს; სიმინდი 20%-ით გაძვირდა; შვრიის ფასმა 25%-ით მოიმატა; ხოლო სოიო 26%-იან ზრდას აჩვენებს.

თუ ძირითად სასაქონლო კალათას დააკვირდებით, დავინახავთ, რომ წელს თითქმის ყველა აგრიკულტურული საბირჟო საქონლის ფასი გაზრდილია, რაც რამდენიმე ძირითად ფაქტორს უკავშირდება, თუმცა მათ შორის მთავარია ნავთობის 80%-ით და ბუნებრივი აირის 200%-ით ზრდა.

ენერგიის გაძვირება ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის ტექნიკის ოპერირებისა და სასუქის წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის, რაც, საბოლოო ჯამში, პროდუქციის ფასზე აისახება. ამასთან, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი, საექსპორტო შეზღუდვები და წითელ ზღვაში შექმნილი ვითარება გადაზიდვის ხარჯებს, სადაზღვევო პრემიებსა და მიწოდების რისკებს ზრდის.

თუკი FAO-ს სასურსათო ინდექსს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, ანუ სურსათი ისტორიაში ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა.

მიწოდების მხარეს არსებულ პრობლემებს რაც შეეხება, წელს კლიმატური პრობლემები შეიქმნა შაქრისა და ხორბლის მწარმოებელ რეგიონებში. ელ-ნინიოს მოვლენით გამოწვეულმა გვალვებმა ინდოეთსა და ბრაზილიაში შაქრის ლერწმის მოსავლიანობა არსებითად შეამცირა. პარალელურად, ხორბლის ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში უამინდობამ მოსავლის პროგნოზები საგრძნობლად შეამცირა; ხოლო კაკაოს მოსავალს პრობლემა ხანგრძლივმა გვალვამ შეუქმნა.

შექმნილი ვითარების ფონზე, ბირჟაზე სპეკულაციური ვაჭრობაც გააქტიურდა. ჰეჯფონდები და ტრეიდერები სასაქონლო ფიუჩერსულ კონტრაქტებს ინტენსიურად ყიდულობენ, რაც ფასების ზრდის ტემპს კიდევ უფრო აჩქარებს, რადგან ბაზარზე არა მხოლოდ მწარმოებლები და რეალური მომხმარებლები, არამედ სპეკულატორებიც არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება

მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება

BM.GE

ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია

ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია

BM.GE

15 წელი ბიზნესის გვერდით: როგორ გახდა FINA 8,500-ზე მეტი კომპანიის ტექნოლოგიური პარტნიორი

15 წელი ბიზნესის გვერდით: როგორ გახდა FINA 8,500-ზე მეტი კომპანიის ტექნოლოგიური პარტნიორი

BM.GE

ვინ არის საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც პოსტზე დღეს წარადგინეს

ვინ არის საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც პოსტზე დღეს წარადგინეს

BM.GE