მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კლიმატური ფაქტორებით გამოწვეული შემცირებული ნაკადები და ახალი ფორმატები - Airballoontbilisi რთულ სეზონზე
კლიმატური ფაქტორებით გამოწვეული შემცირებული ნაკადები და ახალი ფორმატები - Airballoontbilisi რთულ სეზონზე

კლიმატური ფაქტორებით გამოწვეული შემცირებული ნაკადები და ახალი ფორმატები - Airballoontbilisi რთულ სეზონზე

BM.GE28 მაისი, 2026, 21:21|bm.ge

თბილისის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ატრაქცია, რიყის პარკში განთავსებული „ეარ ბალონ თბილისი“, რომელიც ვიზიტორებს ქალაქის 360-გრადუსიან პანორამულ ხედებს სთავაზობს, წელს რთული სეზონის პირობებში მუშაობს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დირექტორმა მეა კაპანაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, საჰაერო ბუშტის ოპერირება სრულად დამოკიდებულია ამინდსა და უსაფრთხოების მკაცრ პროტოკოლებზე, რაც გარკვეულ პერიოდებში საქმიანობას მნიშვნელოვნად ართულებს : „ჩვენი ოპერირება სრულად არის ამინდის თითოეულ კომპონენტზე დამოკიდებული, ასევე ტექნიკურ და უსაფრთხოების დეტალებზე და ამ ნაწილში კომპრომისი არ არსებობს“, - ამბობს მეა კაპანაძე.

მისი შეფასებით, გაზაფხულის არასტაბილურმა კლიმატურმა პირობებმა სეზონი მნიშვნელოვნად გაართულა და ვიზიტორების ნაკადზეც აისახა. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ კლება წინა წელთან შედარებით საკმაოდ მკვეთრია : "მნიშვნელოვან კლებაზეა საუბარი… იყო თვეები, როცა კლებამ 30%-საც გადააჭარბოს“, - აღნიშნავს ის.

ამავე დროს, კაპანაძე ამბობს, რომ ოპერირების შეჩერების მიუხედავად, კომპანია აქტიურობას არ წყვეტს და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად ახალ ფორმატებზე მუშაობს. მათ შორისაა ვირტუალური ტური, რომელიც მომხმარებელს 360-გრადუსიან გამოცდილებას სთავაზობს.

"ვირტუალური ტური არის ძალიან კარგი ალტერნატივა… მომხმარებელი ვირტუალურად მოგზაურობს 150 მეტრის სიმაღლეზე და იღებს სრულ გამოცდილებას აფრენიდან დაფრენამდე", - ამბობს ის.

კაპანაძის თქმით, „ეარ ბალონ თბილისი“ ძირითადად ტურისტებზეა დამოკიდებული. მისი ინფორმაციით, მომხმარებელთა დაახლოებით 70-80% უცხოელი ვიზიტორებია, რაც გლობალური ტურისტული ტენდენციებითაც არის განპირობებული : "მეტწილად მაინც ტურისტულ ნაკადზე ვართ დამოკიდებული და ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი უცხოელები არიან", - აცხადებს ის.

მისივე თქმით, ვიზიტორების გეოგრაფია ძირითადად არაბულ ქვეყნებს, ისრაელსა და აზიის სახელმწიფოებს მოიცავს, თუმცა ბოლო პერიოდში დასავლეთიდან ჩამოსული ტურისტების წილიც იზრდება. ამ ეტაპზე კომპანია ახალ სარეკლამო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც კაპანაძე ამბობს, არსებული პლატფორმა ბრენდებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის როგორც ვიზუალური ცნობადობის, ისე მასშტაბური პოზიციონირების კუთხით. „კომპანია, რომელიც ამ სივრცეს იყენებს, ხდება ქალაქის ვიზუალური ისტორიის ნაწილი“, - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, მიუხედავად რთული სეზონისა, „ეარ ბალონ თბილისი“ გეგმავს პლატფორმის განვითარებას და მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვანი გამოცდილების შეთავაზებას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელ ქალაქებში აშენდება ახალი პროფესიული სასწავლებლები? - მიქანაძის პასუხი

რომელ ქალაქებში აშენდება ახალი პროფესიული სასწავლებლები? - მიქანაძის პასუხი

BM.GE

Gucci Alpine-ის ფორმულა 1-ის სახელწოდების სპონსორი გახდება

Gucci Alpine-ის ფორმულა 1-ის სახელწოდების სპონსორი გახდება

BM.GE

შეძენილი ბილეთების ფასი არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ ხარჯები მომავალში გაიზრდება| Wizz Air

შეძენილი ბილეთების ფასი არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ ხარჯები მომავალში გაიზრდება| Wizz Air

BM.GE

შანსი გვეძლევა, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს - კობახიძე

შანსი გვეძლევა, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს - კობახიძე

BM.GE