მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კობახიძე განმარტავს, რა დათქმით იქნება უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში
კობახიძე განმარტავს, რა დათქმით იქნება უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში

კობახიძე განმარტავს, რა დათქმით იქნება უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში

BM.GE2 აგვისტო, 2026, 18:39|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება სტუდენტებისთვის უფასო გახდება, თუმცა ინიციატივა კონკრეტულ შეზღუდვებსა და პირობებს ითვალისწინებს.

პრემიერის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ ჩააბარებს, მას მესამე სემესტრიდან დაფინანსება შეუმცირდება.

„გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება უფასო უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით. პირველად საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის. აქ არის გარკვეული მექანიზმები დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია.

იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითად არ არის საფუძვლიანად ჩართული სასწავლო პროცესში. ამ შემთხვევაში უკვე გათვალისწინებულია მესამე სემესტრიდან დაფინანსების შემცირება, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის მოტივაციის გაზრდა სტუდენტებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 146 სტატია.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდაიმედი
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
  • "ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძეტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოსფორმულა
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

შსს-მ საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევა

შსს-მ საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევა

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ ძვირდება

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ ძვირდება

BM.GE

ჰუსიტებმა მექას დაბომბვა სცადეს - საუდის არაბეთმა სამხედრო დრონი მოიგერია

ჰუსიტებმა მექას დაბომბვა სცადეს - საუდის არაბეთმა სამხედრო დრონი მოიგერია

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE