მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კობი ბრაიანტისა და ლებრონ ჯეიმსის საკოლექციო ბარათი $6,5 მილიონად გაიყიდა
კობი ბრაიანტისა და ლებრონ ჯეიმსის საკოლექციო ბარათი $6,5 მილიონად გაიყიდა

კობი ბრაიანტისა და ლებრონ ჯეიმსის საკოლექციო ბარათი $6,5 მილიონად გაიყიდა

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 02:46|bm.ge

ლებრონ ჯეიმსისა და კობი ბრაიანტის სპორტული საკოლექციო ბარათების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება შედგა, ხუთშაბათს ერთი ბარათი, რომელზედაც NBA-ის ორივე ლეგენდაა გამოსახული, 6,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

2007-08 წლების Upper Deck Exquisite Collection-ის უნიკალური, ერთ ეგზემპლარად შექმნილი ბარათი ლებრონ ჯეიმსისა და კობი ბრაიანტის ავტოგრაფებს და ორივე კალათბურთელის მაისურიდან აღებულ NBA Logoman-ის ემბლემებს აერთიანებს. ბარათი Alt-ის აუქციონზე გაიყიდა და შედეგად, სპორტული საკოლექციო ბარათების საჯაროდ ცნობილ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ 10 გაყიდვას შორის მოხვდა.

ბარათზე თითოეული მოთამაშის მაისურიდან ამოჭრილი NBA-ის ლოგოს ფრაგმენტია წარმოდგენილი, რომელსაც კოლექციონერები მსგავსი ბარათების ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას კომპონენტად მიიჩნევენ.

ამ გაყიდვით ჯეიმსმა კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა იმ კალათბურთელებს შორის, რომელთა საკოლექციო ბარათებიც მილიონ დოლარზე მეტად გაყიდულა.

ონლაინ ბაზა Card Ladder-ის მონაცემებით, ეს ჯეიმსის ბარათისთვის უკვე 30-ე შემთხვევაა, როდესაც მისი ფასი შვიდნიშნა, ანუ მინიმუმ 1 მილიონ დოლარს მიაღწია.

კობი ბრაიანტისთვის კი ეს მე-16 შემთხვევაა, როდესაც მისი რომელიმე ბარათი მინიმუმ 1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ მაჩვენებლით ბრაიანტი მეექვსე ადგილზეა და ჩამორჩება ლებრონ ჯეიმსს, მიკი მანტლს, ტომ ბრედის, ჰონუს ვაგნერსა და მაიკლ ჯორდანს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი ავტომომწოდებელი გახდა

ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი ავტომომწოდებელი გახდა

BM.GE

9-წლიანი დაყოვნების შემდეგ Tesla-მ ელექტროსატვირთო Semi-ს სერიული მიწოდება დაიწყო

9-წლიანი დაყოვნების შემდეგ Tesla-მ ელექტროსატვირთო Semi-ს სერიული მიწოდება დაიწყო

BM.GE

ირანის პრეზიდენტმა აშშ-თან შეთანხმების შემთხვევაში გამდიდრებული ურანის დათმობა დაადასტურა

ირანის პრეზიდენტმა აშშ-თან შეთანხმების შემთხვევაში გამდიდრებული ურანის დათმობა დაადასტურა

BM.GE

ზელენსკის აზრით, მაიამის G20-ის სამიტი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობას ქმნის

ზელენსკის აზრით, მაიამის G20-ის სამიტი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობას ქმნის

BM.GE