მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა
კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 17:04|bm.ge

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებამ ენერგორესურსების მიწოდების შეფერხების საფრთხე კრიტიკულად გაზარდა, რამაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია.

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება 3.7%-ით გაიზარდა და ბარელზე $109 შეადგინა. ამერიკულ WTI-ზე ფასმა 3.6%-ით მოიმატა და ბარელზე $105-ს მიაღწია. რუსულ Urals-ს რაც შეეხება, მისი ფასი 105 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ კვირაში 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში ნავთობის საშუალოდ 80%-ით არის გაძვირებული და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის, მაგალითად, დიზელის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა, რომელიც საქართველოში უკვე ლიტრზე 4.5 ლარს აჭარბებს.

დღეს ნავთობის გაძვირება საუდის არაბეთის მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მილსადენის დროებით დახურვას უკავშირდება, რომელზედაც გასული დღეების განმავლობაში დრონებით იერიში განხორციელდა. ამასთან, ირანული მედიის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჰუსიტებმა ბაბ-ელ-მანდების სრუტეში არსებულ რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლი დაამყარეს და საუდის არაბეთისთვის სრუტის სრული ჩაკეტვით იმუქრებიან.

ამის ფონზე, ირანი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებისთვის გემებისგან სპეციალურ ნებართვას ითხოვს და მომსახურების საფასურის დაწესებას განიხილავს. იმ გემებს, რომლებიც ამ მოთხოვნას არ ემორჩილებიან, ირანული მხარე თავს ესხმის, აშშ-ის შეიარაღებული ძალები კი ჰორმუზში უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ, რის გამოც ტრაფიკი მკვეთრად შემცირებულია.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ინვესტორები ფიქრობენ, რომ ზამთრის მოახლოებისას ბაზარზე მწვავე ენერგეტიკული დეფიციტი გაჩნდება, რომელიც ინფლაციას დააჩქარებს და ნავთობს ახალ რეკორდამდე გააძვირებს.

კრიტიკოსების შეფასებით, ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული უმძიმესი მდგომარეობა და ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკის და ირანის წინააღმდეგ დაუსრულებელი ომის დაწყების შედეგია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დრო მოვიდა, რომ მიკრობანკების რეგულაციების გადახედვაზე დაიწყოს დიალოგი - MBC

დრო მოვიდა, რომ მიკრობანკების რეგულაციების გადახედვაზე დაიწყოს დიალოგი - MBC

BM.GE

მთავრობამ საგურამოში ქონება „გურამიშვილის მარანს“ 2033 წლამდე იჯარით გადასცა

მთავრობამ საგურამოში ქონება „გურამიშვილის მარანს“ 2033 წლამდე იჯარით გადასცა

BM.GE

მთავარი ბრძოლები წინ არის - საქართველოს ნაკრების ლეგიონი ნოემბრის თამაშების მოლოდინში

მთავარი ბრძოლები წინ არის - საქართველოს ნაკრების ლეგიონი ნოემბრის თამაშების მოლოდინში

BM.GE

ნიდერლანდები უკრაინას სამი წლის განმავლობაში €1.7 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნიდერლანდები უკრაინას სამი წლის განმავლობაში €1.7 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

BM.GE