მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კორეული SK hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა
კორეული SK hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა

კორეული SK hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა

BM.GE6 მაისი, 2026, 05:00|bm.ge

სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, SK hynix-ის აქციების შეფასება 13%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ 726 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კომპანიის ფინანსური წარმატება პირველ კვარტალში დაფიქსირებულმა სარეკორდო საოპერაციო მოგებამ განაპირობა, რომელმაც $27.3 მილიარდი შეადგინა. მოგების ზრდის დინამიკის შენარჩუნებას ანალიტიკოსები ამერიკული მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გაფართოებას უკავშირებენ.

არსებული ინფორმაციით, წამყვანმა საბროკერო კომპანიებმა, მათ შორის Daol Investment & Securities-მა და KB Securities-მა, SK hynix-ის აქციების სამიზნე ფასი მნიშვნელოვნად გაზარდეს და კომპანიის პერსპექტივა გამორჩეულად პოზიტიურად განსაზღვრეს.

პარალელურად, სამხრეთ კორეის საფონდო ინდექსმა KOSPI-მ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 6 859 პუნქტზე დაფიქსირდა. ინდექსის ზრდამ 3.95% შეადგინა, რაც ბაზარზე არსებულმა საერთო პოზიტიურმა განწყობამ გამოიწვია.

SK hynix-თან ერთად, აქციების ფასი გაიზარდა სხვა მსხვილ კომპანიებშიც: Samsung Electronics-ის მაჩვენებელი 3.85%-ით გაუმჯობესდა, SK Square-ის ღირებულება 12.72%-ით გაიზარდა, ხოლო Hyundai Motor-ის აქციებმა 2.73%-ით მოიმატა.

ცნობისთვის, SK hynix-ი მსოფლიოში მეხსიერების ჩიპების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია AI-სთვის კრიტიკულად საჭირო მაღალი გამტარიანობის მეხსიერების (HBM) ბაზარზე დომინანტურ პოზიციას იკავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE