მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით

კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით

BM.GE8 მაისი, 2026, 21:07|bm.ge

საქართველოს ბანკმა ინვესტირების შესაძლებლობები გააფართოვა და მობილბანკში კიდევ ერთი ინოვაციური ინსტრუმენტი დაამატა - მომხმარებლებს უკვე მსოფლიოს 50 ყველაზე მსხვილი საბაზრო კაპიტალიზაციის კრიპტოს შეძენა და გაყიდვა პირდაპირ მობილბანკიდან შეუძლიათ.

კრიპტოთი ვაჭრობის მოდული მობილბანკში განთავსებულია პროდუქტების გვერდზე, ინვესტიციების სივრცესთან ერთად, რაც ინვესტირებას კიდევ უფრო მარტივსა და ინტუიციურს ხდის.

ახალი პროდუქტი პორტფოლიოს დივერსიფიცირების გზას და ინვესტირების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს მათთვის, ვისაც სურს ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან ერთად, ინოვაციური ციფრულ აქტივების ფლობაც სურს.

კრიპტოში ინვესტირების დასაწყებად პირველ ჯერზე საჭიროა შესაბამის პირობებზე თანხმობა.

მობილბანკში კრიპტოს შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი თანხით - $1-დან, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირება ეტაპობრივად, საკუთარი სტრატეგიის შესაბამისად დაიწყოს.

კრიპტოს შეძენა შესაძლებელია პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან, გაყიდვის შემთხვევაში კი თანხა ავტომატურად ჩაირიცხება იმავე საბანკო ანგარიშზე.

კრიპტოს სივრცეში მომხმარებელს დახვდება:

• ტოპ კრიპტოები ზრდის პროცენტული ცვლილების მიხედვით; • ფავორიტებში დამატების შესაძლებლობა; • საკუთარი პორტფელი; • ტრანზაქციების ისტორია; • „აღმოჩენის“ ტაბი, სადაც პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ყველა კრიპტოა თავმოყრილი.

საქართველოს ბანკი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, განაგრძობს 1 800 000 მომხმარებლისთვის თანამედროვე ინსტრუმენტების შეთავაზებას, რომლებიც ინვესტირების პროცესს უფრო მოქნილს, ხელმისაწვდომსა და პერსონალიზებულს ხდის.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE