მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 18:54|bm.ge

პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

41 წლის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური მიმართვით გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ეროვნული გუნდის 7-ნომრიანი მაისურის მომავალი თაობებისთვის გადაცემის დრო დადგა.

რონალდუს თქმით, ეს არჩევანი მარტივი არ იყო, რადგან მსგავსი ნაბიჯები არა მხოლოდ გონებით, არამედ გულითაც მიიღება. მან მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბს, ოჯახსა და გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ფორვარდმა განმარტა, რომ მისი უმთავრესი გამარჯვება სწორედ საკუთარი ქვეყნის ღირსეული წარდგენის შესაძლებლობა იყო და იგი ეროვნული ნაკრების ერთგულ ქომაგად დარჩება.

„პორტუგალია ყოველთვის დარჩება ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად“ - ასე იწყებოდა პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის გამოსამშვიდობებელი მიმართვა, რომელიც მან განსაკუთრებულად თავისი ქვეყნის გულშემატკივრებს მიუძღვნა. ფეხბურთელმა მათ აუხსნა გადაწყვეტილების მიზეზი, რომლის მიღებაც, როგორც თავად აღიარა, მარტივი არ ყოფილა.

„პორტუგალიელ ხალხს! დადგა დრო, ეროვნული ნაკრების შვიდ ნომრიან მაისურს დავემშვიდობო. არასდროს მიგრძნია, რომ ეს მაისური მხოლოდ მე მეკუთვნოდა, თუმცა 23 წლის განმავლობაში მქონდა პრივილეგია და პასუხისმგებლობა, რომ მთელი მსოფლიოს სტადიონებზე ის მეტარებინა და ჩემი ქვეყანა დამეცვა“, - წერს ფეხბურთელი.

განცხადების სხვა ნაწილში კრიშტიანუ რონალდუ აღიარებს, რამდენად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება:

„დღეს დადგა დრო, ეს მაისური სხვას გადავცე, თუმცა გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა, რადგან ზოგიერთი გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობით არ მიიღება“.

ამგვარად, CR7 პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში თავის გამორჩეულ კარიერას ასრულებს. სანაკრებო დებიუტის შემდეგ ის გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, კაპიტანი და იმ თაობის მთავარი ფიგურა გახდა, რომელმაც ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ტიტულები მოიპოვა.შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს უკანასკნელ სანაკრებო შეკრებაზე მთავარ მწვრთნელ ხორხე ჟესუსთან კონფლიქტი მოუვიდა, მას შემდეგ რაც სპეციალისტმა პორტუგალიის შვიდი ნომერი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და არ ათამაშა. ამის შემდეგ კრიშტიანუმ პორტუგალიელთა ბანაკი დატოვა და სანაკრებო კარიერას წერტილი დაუსვა.

ცნობისთვის, კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლის 20 აგვისტოს, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. საერთაშორისო ასპარეზზე გატარებული 23 წლის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი და უეფას ერთა ლიგა ორჯერ, 2019 და 2025 წლებში მოიგო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორია სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობა? - Galt & Taggart-ის ანგარიში

როგორია სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობა? - Galt & Taggart-ის ანგარიში

BM.GE

sCoolApp-ის ტრივია ახალი სეზონით ბრუნდება - გამარჯვებული სამი გუნდი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება

sCoolApp-ის ტრივია ახალი სეზონით ბრუნდება - გამარჯვებული სამი გუნდი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება

BM.GE

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე

BM.GE

რა ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა საქართველოს და რა გრძელდება?|ევროკომისიის გაფართოების ანგარიში

რა ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა საქართველოს და რა გრძელდება?|ევროკომისიის გაფართოების ანგარიში

BM.GE