
კრიშტიანუ რონალდუს უნიკალური სპორტული ბარათი $1,35 მილიონად გაიყიდა
უნიკალური კრიშტიანუ რონალდუს სავაჭრო ბარათი კერძო შეთანხმების ფარგლებში $1.35 მილიონად გაიყიდა - ინფორმაცია კომპანია Fanatics Collect-მა გაავრცელა, რომელმაც გარიგებაში შუამავლის როლი შეასრულა.
ეს გაყიდვა მნიშვნელოვნად აღემატება კრიშტიანუ რონალდუს ბარათის წინა საჯაროდ ცნობილ რეკორდს - 2021 წელს აუქციონზე მისი 2002-03 წლების Panini Mega Craques-ის სადებიუტო ბარათს, რომელიც Gem-Mint PSA 10 შეფასებით, $312,000-ად გაიყიდა.ამასთან, ახალი გარიგება ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად გასხვისებული ბარათიც გახდა. რეკორდი კვლავ ლიონელ მესის ეკუთვნის - მისი 2004 წლის Panini Mega Cracks-ის სადებიუტო ბარათი, PSA 10 შეფასებით და MBA Gold Diamond სტატუსით, გასულ წელს $1.5 მილიონად გაიყიდა, ასევე Fanatics Collect-ის შუამავლობით.
$1.35 მილიონად გაყიდული ბარათი არის რონალდუს 2018 წლის Panini Kaboom Green parallel ვერსია, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი დაიბეჭდა. Panini-ის Kaboom სერიები თანამედროვე სპორტული ბარათების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ძვირადღირებულ კოლექციად ითვლება, განსაკუთრებით მათი კომიქსების სტილში შესრულებული დიზაინის გამო.ეს გაყიდვა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ფეხბურთის სავაჭრო ბარათების ბაზარი მნიშვნელოვნად აქტიურდება ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატის წინ. გასულ კვირას Heritage Auctions-ის მეშვეობით Lionel Messi-ს 2015 წლის ავტოგრაფიანი ბარათი, რომელშიც მატჩში გამოყენებული ფეხსაცმლის ძირის ფრაგმენტიც იყო მოთავსებული, $549,000-ად გაიყიდა.დღეისათვის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სავაჭრო ბარათების სია ასე გამოიყურება:
• ლიონელ მესი - 2004 Panini Mega Cracks PSA 10 - $1.5 მილიონი (2025 წლის სექტემბერი) • კრიშტიანუ რონალდუ - 2018 Panini Kaboom Green 1/1 - $1.35 მილიონი (2026 წლის მაისი) • პელე - 1958 Alifabolaget PSA 9 - $1.33 მილიონი (2022 წლის თებერვალი)