მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კუბაში საწვავის მარაგი ამოიწურა – აშშ-ის ბლოკადამ ქვეყანა კოლაფსამდე მიიყვანა
კუბაში საწვავის მარაგი ამოიწურა – აშშ-ის ბლოკადამ ქვეყანა კოლაფსამდე მიიყვანა

კუბაში საწვავის მარაგი ამოიწურა – აშშ-ის ბლოკადამ ქვეყანა კოლაფსამდე მიიყვანა

BM.GE14 მაისი, 2026, 17:25|bm.ge

კუბის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში დიზელისა და საწვავის მარაგი სრულად ამოიწურა, რის გამოც ეროვნული ენერგოსისტემა კრიტიკულ მდგომარეობაშია, ამიტომ დედაქალაქის ბევრ უბანში მოსახლეობას შუქი დღე-ღამეში 22 საათის განმავლობაში არ მიეწოდება.

როგორც ირკვევა, ენერგოკრიზისი აშშ-ის მიერ დაწესებულმა საწვავის ბლოკადამ გამოიწვია, რომელიც უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. ამჟამად კუბის ენერგოსისტემა მხოლოდ ადგილობრივ ნედლ ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და განახლებად ენერგიაზე მუშაობს.

მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანამ 1,300 მეგავატი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, საწვავის დეფიციტით გამოწვეული სისტემური გაუმართაობის გამო, მათი ეფექტიანობა მინიმალურია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ვითარებას ამძაფრებს ირანთან მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ტრანსპორტირების ფასების ზრდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2026 წლის იანვრის ბრძანებულების შემდეგ, რომელიც კუბისთვის საწვავის მიმწოდებელ ქვეყნებს ტარიფებით ემუქრება, ჰავანასთვის ნავთობის მიწოდება მექსიკამ და ვენესუელამაც შეწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ გაერომ აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ის არღვევს კუბელი ხალხის უფლებებს საკვებზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე. ჰუმანიტარული კრიზისის გამო ქვეყანაში დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, პარალიზებულია ტურიზმის სექტორი და საფრთხის ქვეშაა სამედიცინო მომსახურება.

ამის მიუხედავად, ვაშინგტონი ჰავანაზე ზეწოლას აძლიერებს — პრეზიდენტმა ტრამპმა მარტში განაცხადა, რომ კუბა "აღარ მიიღებს ნავთობსა და ფულს".

კარიბის ზღვის აუზის ქვეყანა, სადაც 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ამჟამად საერთაშორისო დახმარებისა და ალტერნატიული მომწოდებლების ძიების პროცესშია, თუმცა ამერიკის შიშით, ალბათ, ამ რისკზე არავინ წავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE