მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კულტურის სამინისტრო 26 მაისთან დაკავშირებით ბილბორდების განთავსებისთვის "ალმას" ₾440 ათასს გადაუხდის
კულტურის სამინისტრო 26 მაისთან დაკავშირებით ბილბორდების განთავსებისთვის "ალმას" ₾440 ათასს გადაუხდის

კულტურის სამინისტრო 26 მაისთან დაკავშირებით ბილბორდების განთავსებისთვის "ალმას" ₾440 ათასს გადაუხდის

BM.GE7 მაისი, 2026, 17:21|bm.ge

კულტურის სამინისტრო 26 მაისთან დაკავშირებით ტექსტური და ვიზუალური მასალის დამზადებისა და განთავსებაში 440 ათას ლარს გადაიხდის.

გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნით სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

"დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 მარტის განკარგულების შესაბამისად, განისაზღვრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, კულტურის სამინისტროს დაევალა, მათ შორის, შემდეგი ღონისძიებების ორგანიზება: ადმინისტრაციულ შენობებზე ბანერებისა და კონსტრუქციების დამზადება − მონტაჟი/დემონტაჟი.

26 წლის მაისის ღონისძიებების აღნიშვნისათვის დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები. ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო ხასიათის სარეკლამო მასალის (ბილბორდები, ლაითბოქსები, მონიტორებზე ინფორმაციის განთავსება) დამზადება და დამონტაჟება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში", - წერია სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კულტურის სამინისტრო ხელშეკრულებას კომპანია "ალმას" უფორმებს, რადგან ბანერების განთავსებაზე ქვეყნის დიდ ქალაქებში ექსკლუზიური უფლება მხოლოდ მას აქვს.

"შესყიდვის ობიექტის დანაწევრება შეუძლებელია, რადგან შპს "ალმა" სარგებლობს სარეკლამო და საინფორმაციო მასალების განთავსების ექსკლუზიური უფლებით რეკლამის განთავსების ადგილებში. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს შპს "ალმასგან", - აღნიშნულია დოკუმენტში.

სარეკლამო მასალების მონტაჟი/განთავსება 13 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით უნდა მოხდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE