მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კურსებში მეწყრის გამო ჩაკეტილ გზაზე დროებით ალტერნატიულ მარშრუტს აწყობენ - გზების დეპარტამენტი
კურსებში მეწყრის გამო ჩაკეტილ გზაზე დროებით ალტერნატიულ მარშრუტს აწყობენ - გზების დეპარტამენტი

კურსებში მეწყრის გამო ჩაკეტილ გზაზე დროებით ალტერნატიულ მარშრუტს აწყობენ - გზების დეპარტამენტი

BM.GE20 მაისი, 2026, 14:48|bm.ge

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის სოფელ კურსების მონაკვეთზე დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესები 2 თვის წინ განვითარდა, რის გამოც მოძრაობა შეიზღუდა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მდინარის პირას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით ეწყობა 7 მეტრის სიგანის ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. იმის გამო, რომ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე მაღალი ინტენსივობის ნაკადი მოძრაობს, სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში ხორციელდება.

ამჟამად ავტოტრანსპორტი შემოვლითი გზით გადაადგილდება, რაც მგზავრობის დროსა და ფინანსურ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. დროებითი გზის გახსნა ამ პრობლემას აღმოფხვრის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროგნოზით, სოფელ კურსებში დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.

პარალელურად, დაგეგმილია ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის მომზადებაც. უწყების ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოები შესაბამისი გეოლოგიური დასკვნის მომზადებისთანავე დაიწყება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE