კვალიფიკაცია, რომელიც ნებისმიერ კარს შეაღებს: რა უნდა იცოდნენ მშობლებმა სწავლების IGCSEs და A-Levels-ის პროგრამების შესახებ
BM.GE|bm.ge
მზარდი კონკურენციის ფონზე, მშობლების უმეტესობას აინტერესებს განათლების რომელი მიმართულება და პროგრამა უნდა აირჩიონ, რომ მათ შვილებს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების რეალური შესაძლებლობები მიეცეთ. ფაქტობრივი მონაცემებით გამყარებული პასუხი კი შემდეგია: ‘Cambridge-ის საერთაშორისო პროგრამა’.
I. რას წარმოადგენს სწავლების IGCSEs და A-Levels პროგრამა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
თუ სკოლის ასაკის შვილი გყავთ, დიდი ალბათობით, ეს ორი აბრევიატურა უკვე არაერთხელ შეგხვედრიათ. მაგრამ რას ნიშნავს რეალურად IGCSE და A-Level, და რატომ იქცა ეს საგანმანათლებლო გზა იმ ოჯახების ერთ-ერთ მთავარ არჩევანად, რომლებიც შვილებისთვის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობებს განიხილავენ?
The International General Certificate of Secondary Education (IGCSE) წარმოადგენს ორ-წლიან საკვალიფიკაციო კურსს, რომელიც შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს Cambridge-ის უნივერსიტეტის ‘Cambridge-ის საერთაშორისო განათლების’ დეპარტამენტმა და ითვლება მსოფლიოში წამყვან და აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამად. პროგრამა განკუთვნილია 14-დან 16 წლამდე სტუდენტებისთვის. ეს არის მკაფიოდ განსაზღვრული, საერთაშორისო კურიკულუმი, რომელიც მოიცავს მათემატიკას, მეცნიერებებს, ჰუმანიტარულ საგნებს, ენებს და ხელოვნებას. სტუდენტები ირჩევენ მათთვის სასურველი საგნების კომბინაციას და აბარებენ ოფიციალურ გამოცდებს სკოლის მე-10 კლასის დასასრულს. ასეთი გახლავთ ბრიტანული GCSE-ს გლობალური ვერსია, რომელიც სპეციალურად საერთაშორისო სკოლებისთვისაა შექმნილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
A-Levels (Advanced Levels) პროგრამა მოსდევს წინამორბედს და ტიპურად 16-დან 18 წლამდე ასაკის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. ამ კურსის ფარგლებში სტუდენტები ავიწროებენ თავიანთი არჩევანის სფეროს სამ ან ოთხ საგნამდე, რომელსაც უფრო სიღრმისეულად და ზედმიწევნით შეისწავლიან მომდევნო ორი წლის განმავლობაში. სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს მიღებული კვალიფიკაციის საიმედოობას და უტყუარობას უნივერსიტეტების მიმღები კომისიებისთვის Oxford-დან Yale-ის ჩათვლით.
ამიტომაც, ამ ორი მოდელის - the IGCSE-to-A-Level თანმიმდევრულ კურსს ხშირად Cambridge-ის გზამკვლევს უწოდებენ. ის გახლავთ საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე მეტად გავრცელებული სასკოლო განათლების სტანდარტი მსოფლიოში.
II. უნივერსიტეტების მიერ აღიარება
სწორედ იქ მივედით, სადაც ფაქტებისა და მტკიცებულებების იგნორირება შეუძლებელია. Cambridge-ის საერთაშორისო A-Levels ოფიციალურადაა აღიარებული უნივერსიტეტების მიმღები კომისიების მიერ 50-ზე მეტ ქვეყანაში ‘ლისაბონის აღიარების კონვენციის’ თანახმად. კონკრეტულად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 970-ზე მეტი უნივერსიტეტი, სტენფორდის, ჰარვარდის, MIT-ის, Yale-ის და Ivy League-ში შემავალი თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულების ჩათვლით, აღიარებს Cambridge A-Levels-ს, როგორც დასაშვებ კვალიფიკაციას უნივერსიტეტში მისაღებად. ეს არ გახლავთ მორიგი მარკეტინგული განაცხადი; ეს ფაქტობრივი მონაცემებია.
უნივერსიტეტების მიერ აღიარება- მოკლე მიმოხილვა
• Ivy League-ის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება (Harvard, Yale, Princeton, Columbia, Penn, Brown, Dartmouth, Cornell) ოფიციალურად აღიარებს Cambridge International A-Levels-ის კვალიფიკაციას მიღების დროს.
• University of Oxford-ში ჩასაბარებლად, პროგრამის მიხედვით, ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს A-Level-ის შედეგები - AAA ან A*AA. სწორედ ეს სტანდარტი განიხილება ოქსფორდში მიღების ერთ-ერთ მთავარ აკადემიურ კრიტერიუმად.
• University of Cambridge-მა 2024/2025 სასწავლო წლის განაცხადებიდან დაახლოებით 16% დააკმაყოფილა, ხოლო A-Level უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ძირითად და სტანდარტულ აკადემიურ კვალიფიკაციად რჩება.
• Lisbon Recognition Convention უზრუნველყოფს უნივერსიტეტების კვალიფიკაციების ოფიციალურ აღიარებას ევროპის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ მდებარე 50-ზე მეტ ქვეყანაში.
• არაერთი აშშ-ს უნივერსიტეტი გასცემს advanced college credit-ს: ვაშინგტონის უნივერსიტეტი ანიჭებს 15 quarter-credits-ს A-Level-ის ყოველი ჩაბარებული გამოცდისთვის.
პრაქტიკულად, სტუდენტს, რომელმაც წარმატებით დაძლია სამი რთული A-Levels კურსი, შეუძლია ჩააბაროს აშშ-ს უნივერსიტეტში და მას უკვე ექნება მინიჭებული ერთი სემესტრის გავლის ექვივალენტი კრედიტი. ეს რეალურად ნიშნავს მოგებულ დროს და სწავლის გადასახადის დაზოგვას. მაგალითად, მიჩიგანის უნივერსიტეტი ანიჭებს 6-10 კრედიტ-საათს ყოველ გავლილ A-Level საგანში; ფლორიდის რამდენიმე სასწავლო დაწესებულება Cambridge International-ის კურსდამთავრებულ სტუდენტებს ჯამში დაახლოებით 45 კრედიტს ანიჭებს.
ევროპაშიც სურათი ანალოგიურად მკაფიოა. A-Level ბრიტანეთის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად ერთ-ერთ ძირითად და სტანდარტულ კვალიფიკაციას წარმოადგენს. განსაკუთრებით კონკურენტულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა University of Oxford და University of Cambridge, მისაღები მოთხოვნები პირდაპირ A-Level-ის შეფასებებით განისაზღვრება, ხოლო მიმღებ კომისიებს ამ შედეგების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება, მაღალი სიზუსტე და ნდობა აქვთ.
„მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და დამსაქმებლები აფასებენ და აღიარებენ Cambridge-ის კვალიფიკაციას აკადემიური უნარების დასტურად - რაც წარმატების გარანტია.“
- Cambridge International Education, ოფიციალური გზამკვლევი სკოლებისა და მოსწავლეებისთვის
III. მზარდი გლობალური სტანდარტი - რეალობა ციფრებს მიღმა
საგანმანათლებლო სტანდარტის ხარისხის შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო გზა მისი გლობალური გავრცელებისა და განვითარების ტენდენციაზე დაკვირვებაა. 2025 წლის ივნისში Cambridge International Education-მა გამოცდის შედეგები მსოფლიოს 149 ქვეყანაში 680,000-ზე მეტ მოსწავლეს გამოუცხადა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-იანი ზრდაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Cambridge-ის გამოცდებში მონაწილე სკოლების რაოდენობა მსოფლიოში 38%-ით გაიზარდა, ხოლო საგამოცდო რეგისტრაციების საერთო რაოდენობამ 74%-იანი ზრდა აჩვენა. ეს არ არის ვიწრო ან ნიშური სასწავლო პროგრამისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელი, ეს არის სწრაფად მზარდი და გლობალურად აღიარებული საგანმანათლებლო სტანდარტის მკაფიო სურათი.
2025 წლის ივნისის IGCSE-ის საგამოცდო სესიაში მონაწილეობა მიიღო 240,000-ზე მეტმა მოსწავლემ 4,231 სკოლიდან და 139 ქვეყნიდან. საერთო ჯამში დაფიქსირდა 740,000 საგამოცდო რეგისტრაცია, რაც 2024 წლის ივნისთან შედარებით 5%-იანი ზრდაა.
განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი თანამედროვე და მომავლის პროფესიებთან დაკავშირებული მიმართულებების მიმართ: IGCSE-ის დონეზე კომპიუტერული მეცნიერებების საგანში რეგისტრაციები 14%-ით გაიზარდა, ხოლო A-Level-ის პროგრამაში - 19%-ით. გარემოს მართვის (Environmental Management) საგანში ზრდამ 36% შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებების პოპულარობა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ Cambridge-ის კურიკულუმი მუდმივად ვითარდება და პასუხობს იმ უნარებსა და ცოდნაზე მოთხოვნას, რომლებიც მოსწავლეებს რეალურ სამყაროში სჭირდებათ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Cambridge-ის 2024 წლის Student Destinations Survey-ის შედეგები, რომლის მიხედვითაც A-Level-ის კურსდამთავრებულთა 89% სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას, ხოლო მათგან 42% სასწავლებლად უცხოეთს ირჩევს. ეს ნიშნავს, რომ Cambridge-ის პროგრამების საერთაშორისო აღიარება მხოლოდ თეორიული უპირატესობა არ არის - ეს რეალური შესაძლებლობაა, რომელსაც მოსწავლეები პრაქტიკაში წარმატებით იყენებენ.
IV. აკადემიური ჭრილი: რა უპირატესობა გააჩნია სიღრმისეულ სწავლებას მოცულობითთან შედარებით
ყველაზე ხშირად არასწორადაა გაგებული Cambridge-ის სისტემის ერთ-ერთი ასპექტი - მისი მიზანმიმართული ფოკუსირება სიღრმისეულ და არა განვრცობილ სწავლების მეთოდზე - რაც განსაკუთრებით A-Level-ს ეხება. მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში ეროვნული კურიკულუმი სტუდენტებისგან, ერთდროულად, ათი, ან მეტი საგნის არჩევას მოითხოვს, A-Level კურსის სტუდენტი სამ, ან ოთხ საგანს საფუძვლიანად და უმაღლეს დონეზე ეუფლება. ეს ბარიერი კი არა, სტრატეგიული უპირატესობაა.
აშშ-ის უნივერსიტეტების მიმღები კომისიის წევრები A-Level-ის მაღალ შედეგებს ცალსახად განიხილავენ წინა მოსამზადებელი პროცესის წარმატებად, რომელიც თავისი დონით შეესაბამება, და, ხშირ შემთხვევაში, აღემატება კიდეც ამერიკულ სისტემაში არსებულ საშუალო სკოლის ყველაზე ძლიერ პროგრამებს, მათ შორის, Advanced Placement-ის კურსებს. როდესაც სტუდენტი მათემატიკაში A*-ს, ხოლო ქიმიასა და ფიზიკაში A შედეგს აჩვენებს, მიმღები კომისიებისთვის ნათელია ამის მნიშვნელობა. შედეგის აღნიშნული დონე არ საჭიროებს თარგმანს, ახსნას, ან ორაზროვან მიდგომას. მისაღებ გამოცდაზე გამოვლენილი საგნის სრულყოფილად ფლობა, რომლის მოწმენიც Cambridge-ის დამოუკიდებელი შემფასებელი კომისიები ხდებიან, თავისთავად მეტყველებს მიღებული განათლების ხარისხზე.
ეს სისტემა სწორედ იმ უნარებს ავითარებს, რომლებსაც უნივერსიტეტები ყველაზე მეტად აფასებენ: დამოუკიდებელ აზროვნებას, აკადემიური ტექსტების სიღრმისეულ წერას, ანალიტიკურ მსჯელობას და უნარს, ორი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად იმუშაონ მაღალი მნიშვნელობის საბოლოო შედეგისთვის.
მოსწავლეები, რომლებმაც A-Level-ის პროგრამა გაიარეს, ხშირად აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტურ სწავლებაზე გადასვლა მათთვის გაცილებით მარტივი და ბუნებრივი იყო, ვიდრე ნაკლებად აკადემიურად დატვირთული სასკოლო სისტემებიდან მოსული თანატოლებისთვის.
V. მარტივი გზამკვლევი მშობლებისთვის: 5 მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ ეს საგანმანათლებლო გზა
თუ ხართ მშობელი და თქვენი შვილისთვის საშუალო სკოლის ვარიანტებს განიხილავთ თბილისში, ამაში შემდეგი პრაქტიკული კონსულტაცია დაგეხმარებათ, რომელიც გაგარკვევთ სიტუაციაში პოპულარულ, და არა სარეკლამო ენაზე. აი, რეალურად რა მტკიცებულებები არსებობს:
მობლებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის - რას გვაძლევს C A M B R I D G E PAT H WAY
• საერთაშორისო დონეზე აღიარებული კვალიფიკაციამნიშვნელობა არ აქვს, თქვენი შვილი მომავალში განაცხადს ოქსფორდში, Sciences Po-ში, Columbia University თუ University of Toronto შეიტანს - Cambridge A-Level მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიმღები კომისიებისთვის კარგად ცნობილი და მაღალი რეპუტაციის მქონე კვალიფიკაციაა. მხოლოდ აშშ-ში მას 970-ზე მეტი უნივერსიტეტი აღიარებს. ეს ნიშნავს, რომ მშობლებს არ უწევთ ფიქრი იმაზე, იქნება თუ არა სკოლის დიპლომი მიღებული კონკრეტულ ქვეყანაში ან უნივერსიტეტში. Cambridge-ის კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარება დამკვიდრებული, დადასტურებული და მრავალწლიანი პრაქტიკით გამყარებული რეალობაა.
• რეალური ფინანსური სარგებელი კრედიტების გადატანის შესაძლებლობითA-Level-ის მაღალი შედეგები აშშ-ის მრავალ უნივერსიტეტში აკადემიურ კრედიტებად ითვლება. კონკრეტული უნივერსიტეტის პოლიტიკიდან გამომდინარე, სტუდენტს შეიძლება უნივერსიტეტში უკვე გავლილი ჰქონდეს ერთი სემესტრის ეკვივალენტი საგნები. ეს კი ხშირად ნიშნავს სწავლის საერთო ხარჯების შემცირებას, უფრო სწრაფ წვდომას სპეციალიზებულ და მაღალი დონის კურსებზე და ზოგ შემთხვევაში უნივერსიტეტის ოთხის ნაცვლად სამ წელიწადში დასრულების შესაძლებლობას.
• უნივერსიტეტებისთვის მკაფიოდ გამორჩეული აკადემიური პროფილისაერთაშორისო აბიტურიენტები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიღებისას მაღალი კონკურენციის პირობებში ხვდებიან. Cambridge-ის კვალიფიკაციები კი უნივერსიტეტებისთვის ნათლად გასაგებ და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ აკადემიურ პროფილს ქმნის.
• რეალური აკადემიური მზადყოფნა უნივერსიტეტისთვისA-Level-ის პროგრამის სიღრმე და აკადემიური სირთულე მოსწავლეებს უნივერსიტეტში სწავლისთვის რეალურად ამზადებს. ისინი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ეჩვევიან დამოუკიდებელ სწავლას, აკადემიური ტექსტების წერას, ანალიტიკურ აზროვნებასა და ხანგრძლივ, დისციპლინირებულ აკადემიურ მუშაობას. უნივერსიტეტის პირველი წელი ყველა სტუდენტისთვის გამოწვევაა, თუმცა A-Level-ის გამოცდილების მქონე მოსწავლეებისთვის ეს გადასვლა, როგორც წესი, ბევრად უფრო ბუნებრივი და ნაკლებად სტრესულია, რადგან ისინი უკვე მუშაობდნენ მსგავსი აკადემიური სტანდარტის გარემოში.
• გლობალური სასწავლო და პროფესიული ქსელის ნაწილიCambridge-ის საგანმანათლებლო სისტემაში დღეს მსოფლიოს 149 ქვეყანაში 680,000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი შვილი ერთ-ერთი ყველაზე ფართო და საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების ნაწილი ხდება. Cambridge-ის კურიკულუმი მოსწავლეებს აერთიანებს საერთო აკადემიური სტანდარტებით, სწავლების მიდგომებითა და ღირებულებებით, რაც მომავალში ქმნის ძლიერი საერთაშორისო კავშირების, თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს.
School profile
British International School of Tbilisi (BIST)
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ჭეშმარიტად ბრიტანული საერთაშორისო სკოლა, მდებარეობს ლისის ტბასთან, თბილისში
თბილისში მცხოვრები ოჯახებისთვის, რომლებიც ამ სტატიაში აღწერილ Cambridge-ის საგანმანათლებლო გზას ეძებენ, British International School of Tbilisi საქართველოში ერთადერთი სრულად აკრედიტებული ბრიტანული საერთაშორისო სკოლაა, რომელიც მოსწავლეებს Early Years-იდან A-Level-ის დასრულებამდე Cambridge-ის სრულ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.
British International School of Tbilisi აკრედიტებულია ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს - COBIS-ის მიერ და აღიარებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. სკოლის Key Stage 3 პროგრამა ეფუძნება ინგლისის ეროვნულ სასწავლო გეგმას (National Curriculum for England), ხოლო Key Stage 4 და Key Stage 5 საფეხურებზე მოსწავლეები სწავლობენ Cambridge IGCSE-ისა და A-Level-ის პროგრამებით - იმავე საერთაშორისო კვალიფიკაციებით, რომლებიც სტატიაშია განხილული. ყველა საგანს ასწავლიან სპეციალიზებული პედაგოგები, რომელთა მშობლიური ან მასთან გათანაბრებული ენა არის ინგლისური ან ბრიტანულ სკოლებში ბრიტანული კურიკულუმით სწავლების გამოცდილება აქვთ.
50-ზე მეტი ეროვნების 520-ზე მეტი სტუდენტით, BIST-ი, თავისი არსით, ნამდვილად საერთაშორისო სკოლაა, თუმცა, აკადემიური კულტურითა და ღირებულებებით მტკიცედ ბრიტანული რჩება. სტუდენტების თითქმის 20% ქართველია, ამიტომ სკოლის კურიკულუმში ინტეგრირებული ქართული ენა და კულტურა უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი ოჯახებისთვის, რომლებსაც სურთ შვილებისთვის საერთაშორისო განათლება, და, იმავდროულად, თავიანთ ფესვებთან კავშირის შენარჩუნება.
British International School of Tbilisi-ის კამპუსი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ მდებარეობს, აერთიანებს თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურას: ინოვაციების ცენტრს, საშემსრულებლო ხელოვნების სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორიებსა და მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს სპეციალური გუნდი, რომელიც მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში განაცხადის შეტანისა და მიღების სრულ პროცესში უწევს მხარდაჭერას.
როგორც British International School of Tbilisi-ის დირექტორი, Robert Snowden საჯაროდ აღნიშნავს: „BIST-ის განსაკუთრებული ადგილი ბრიტანული სკოლების ოჯახში განპირობებულია იმით, რომ ის საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და სრულად აკრედიტებული ბრიტანული საერთაშორისო სკოლაა.“ British International School of Tbilisi-ის მისიაა, მოსწავლეებს მისცეს ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, როგორც აკადემიური, ისე პიროვნული განვითარების მიმართულებით, და წარმატებით უპასუხონ 21-ე საუკუნის გამოწვევებს.