მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. l კვარტალში $10.5 მლნ-ის ყველის და ხაჭოს იმპორტი დაფიქსირდა|სად ვყიდულობთ/ვყიდით?
l კვარტალში $10.5 მლნ-ის ყველის და ხაჭოს იმპორტი დაფიქსირდა|სად ვყიდულობთ/ვყიდით?

l კვარტალში $10.5 მლნ-ის ყველის და ხაჭოს იმპორტი დაფიქსირდა|სად ვყიდულობთ/ვყიდით?

BM.GE4 მაისი, 2026, 09:18|bm.ge

საქართველომ 2026 წლის იანვარ-მარტში 10 541 400 დოლარის ღირებულების 1 981 ტონა ხაჭო და ყველი შეიძინა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება 8 700 200 დოლარს, ხოლო მოცულობა 1 673 ტონას შეადგენდა.

მონაცემების მიხედვით, წლიურ ჭრილში ზრდა ფიქსირდება როგორც ღირებულების კუთხით, ასევე რაოდენობრივი ზრდა.

საქართველოში ყველისა და ხაჭოს უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყნები(2026/ l კვარტალი):

• გერმანია – 1.7 მლნ დოლარი, 318 ტონა; • თურქეთი – 1.5 მლნ დოლარი, 388 ტონა; • პოლონეთი – 1.4 მლნ დოლარი, 272 ტონა; • რუსეთი – 1.3 მლნ დოლარი, 314 ტონა; • იტალია – 803 ათასი დოლარი, 71 ტონა; • ნიდერლანდები – 714 ათასი დოლარი, 103 ტონა; • ბელარუსი – 677 ათასი დოლარი, 143 ტონა; • ფინეთი – 332 ათასი დოლარი, 54 ტონა; • საფრანგეთი – 318 ათასი დოლარი, 33 ტონა; • დანია – 302 ათასი დოლარი, 35 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში ყველისა და ხაჭოს საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაცია შემცირებულია. იანვარ-მარტში ექსპორტმა 236 500 დოლარი შეადგინა, რაც 22 ტონა პროდუქტის რეალიზაციას გულისხმობს. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის ღირებულება 287 800 დოლარს, ხოლო მოცულობა 34 ტონას აღწევდა.

საექსპორტო ქვეყნები პირველ კვარტალში შემდეგია:

• აშშ – 169 ათასი დოლარი, 14 ტონა; • აზერბაიჯანი – 24 ათასი დოლარი, 2 ტონა; • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 20 ათასი დოლარი, 3 ტონა; • სომხეთი – 15 ათასი დოლარი, 1.6 ტონა; • კანადა – 7 ათასი დოლარი, 0.5 ტონა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კაპიტალური ხარჯები 2.2-ჯერ გაიზარდა - რა უჯდება BP-ის ნავთობსადენის ოპერირება?

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კაპიტალური ხარჯები 2.2-ჯერ გაიზარდა - რა უჯდება BP-ის ნავთობსადენის ოპერირება?

BM.GE

"მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს" - ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს

"მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს" - ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს

BM.GE

"წელს, თაფლი ექსპორტზე თითქმის სრულად ჩვენ გავიტანეთ" - "ტფელი" განმარტავს, რატომ გაიზარდა ფასი $43-მდე

"წელს, თაფლი ექსპორტზე თითქმის სრულად ჩვენ გავიტანეთ" - "ტფელი" განმარტავს, რატომ გაიზარდა ფასი $43-მდე

BM.GE

„დეველოპერების ინტერესი მალთაყვის ტერიტორიას უკავშირდება" - რა ხდება ფოთის უძრავი ქონების ბაზარზე?

„დეველოპერების ინტერესი მალთაყვის ტერიტორიას უკავშირდება" - რა ხდება ფოთის უძრავი ქონების ბაზარზე?

BM.GE