მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლეგენდარული კალათბურთელი დუაით ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგის გუნდ Black Fortress-ში ითამაშებს
ლეგენდარული კალათბურთელი დუაით ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგის გუნდ Black Fortress-ში ითამაშებს

ლეგენდარული კალათბურთელი დუაით ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგის გუნდ Black Fortress-ში ითამაშებს

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 21:38|bm.ge

NBA-ს ჩემპიონი, 3 გზის საუკეთესო დამცველი და “ოლ სტარის” 8-გზის მონაწილე დუაით ჰოვარდი ქართულ გუნდში, Black Fortress-ში ითამაშებს.

ჰოვარდმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა: “ჯორჯია, გზაში ვარ! არა, ჩემს მშობლიურ ქალაქ ატლანტას არ ვგულისხმობ, საქართველოში მოვდივარ. გადავწყვიტე, რომ აზიის შემდეგ ტური თბილისში გამეგრძელებინა. გადაწყვეტილებას იმის შემდეგ ვიღებ, თუ რომელ ქვეყანას სურს ჩემი ხილვა. ოქტომბერში შევხვდებით” - ვკითხულობთ ჰოვარდის პოსტში.

მას შემდეგ, რაც ჰოვარდმა NBA-ს კარიერა დაასრულა, სათამაშოდ ტაივანში წავიდა. იგი სპეციალური ტურნეს მეშვეობით სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში გამოდიოდა და ძირითადად, გუნდებთან ერთჯერად კონტრაქტებს აფორმებდა.სავარაუდოა, რომ მას Black Fortress-ის მაისურით 1 ან 2 შეხვედრაში ვიხილავთ. ამ პროექტის ფარგლებში 40 წლის კალათბურთელი ბოლოს მონღოლეთს ეწვია და SG Apes-ის შემადგენლობაში ითამაშა.

დუაით ჰოვარდი 2004 წლის დრაფტზე პირველ ნომრად “ორლანდო მეჯიქმა” აირჩია. იგი ზედიზედ სამჯერ წლის საუკეთესო დამცველი გახდა და 2009 წელს “მეჯიქი” სუპერფინალში გაიყვანა, სადაც კობი ბრაიანტის “ლეიკერსთან” დამარცხდა. თუმცა ლიგის ჩემპიონი უკვე 2020 წელს, ლებრონ ჯეიმსთან ერთად სწორედ “ლეიკერსში” გახდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

BM.GE

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

BM.GE

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

BM.GE