მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლენტეხში 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ამოიღეს - ეროვნული სატყეო სააგენტო
ლენტეხში 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ამოიღეს - ეროვნული სატყეო სააგენტო

ლენტეხში 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ამოიღეს - ეროვნული სატყეო სააგენტო

BM.GE28 მაისი, 2026, 18:20|bm.ge

ლენტეხში 42 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული მერქნის ფაქტი.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სამართალდამრღვევმა დაახლოებით 42 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი სოფელ ხელედში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაასაწყობა, რის შემდეგაც მისი პირად საკუთრებაში არსებული მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით ტრანსპორტირება სცადა.

საქმის მასალები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც ის შესაბამის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა. ამასთან, უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული ხე-ტყე, ასევე გამოყენებული სპეცტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება გადატანილი იქნება ლენტეხის სოფელ ლესემის „საქმიან ეზოში“.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გამკაცრების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ პატრულირებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოვლენილ თითოეულ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები გატარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE