მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ლიბრე“ ვადაგასულ სურსათს ყიდდა - სეს-მა ₾5 000-ით დააჯარიმა და პროდუქტის წარმოება შეუჩერა
„ლიბრე“ ვადაგასულ სურსათს ყიდდა - სეს-მა ₾5 000-ით დააჯარიმა და პროდუქტის წარმოება შეუჩერა

„ლიბრე“ ვადაგასულ სურსათს ყიდდა - სეს-მა ₾5 000-ით დააჯარიმა და პროდუქტის წარმოება შეუჩერა

BM.GE15 მაისი, 2026, 17:42|bm.ge

სეს-მა „ლიბრე“ დარღვევბის ₾5 000-ით დააჯარიმა და კონკრეტული პროდუქტის წარმოება შეუჩერა. მიზეზი ვადაგასული სურსათის რეალიზაციაა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ( ცხოველის, კატის არსებობა სასურსათო სივრცეში), სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელა ს/ს „ნიკორა ტრეიდში“ („ლიბრე“, ს/კ 206255808 მის: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 19).

"ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობების განმეორების ფაქტი, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაცია, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.

არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დარჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE