მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. LinkedIn-მა AI-პოსტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო
LinkedIn-მა AI-პოსტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო

LinkedIn-მა AI-პოსტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო

BM.GE28 მაისი, 2026, 20:08|bm.ge

სოციალურმა ქსელმა LinkedIn-მა პლატფორმის ალგორითმი განაახლა, რაც მიზნად ისახავს პროფესიული საინფორმაციო ველის გაჯანსაღებასა და უხარისხო AI-კონტენტის შეზღუდვას.

ახალი რეგულაციები სპეციალურ სანქციებს აწესებს იმ პოსტებსა და კომენტარებზე, რომლებიც AI-ის, შაბლონური ფრაზებისა და ყალბი გამოხმაურებების ნიშნებს შეიცავენ. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, პლატფორმაზე საგრძნობლად გაიზარდა ავტომატიზებული პოსტების რაოდენობა, რაც მომხმარებელთა ნდობასა და საინფორმაციო ზოლის ხარისხს საფრთხეს უქმნის.

როგორც ირკვევა, ალგორითმის მიერ იდენტიფიცირებული მასალები სრულად არ წაიშლება, თუმცა მათი გავრცელების არეალი მკაცრად შეიზღუდება. სისტემა მსგავს კონტენტს სარეკომენდაციო და საძიებო ველებიდან ავტომატურად ჩახსნის, რის შემდეგაც პუბლიკაციების ნახვა მხოლოდ ავტორის უშუალო კონტაქტებსა და გამომწერებს შეეძლებათ.

პლატფორმის ადმინისტრაციის განმარტებით, განახლება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას სრულად არ კრძალავს. მომხმარებლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, პოსტის რედაქტირებისთვის LinkedIn-ის შიდა ფუნქციები გამოიყენონ, თუმცა პუბლიკაციის ძირითადი იდეა, ექსპერტიზა და ავტორის ხმა ავთენტიკური უნდა დარჩეს.

ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი პლატფორმის ბიზნესმოდელის დაცვას უკავშირდება, რადგან რობოტების მიერ გენერირებული ტექსტების მოზღვავება სარეკლამო შემოსავლებსა და მომხმარებლების აქტივობაზე უარყოფითად აისახება, რადგან AI-გენერირებული პოსტების წაკითხვა ადამიანებს უბრალოდ არ სურთ.

ცნობისთვის, LinkedIn-ი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ პოსტებს, კომენტარებსა და ვიდეოებს, რომელთა შექმნის მიზანი მხოლოდ ნახვების დაგროვება იყო და არც უნიკალური პერსპექტივის გაზიარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE