მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლონდონის ცენტრალურ ლოკაციებზე საქართველოს შესახებ 46 გარე რეკლამა განთავსდა - GNTA კამპანიის მიზანზე
ლონდონის ცენტრალურ ლოკაციებზე საქართველოს შესახებ 46 გარე რეკლამა განთავსდა - GNTA კამპანიის მიზანზე

ლონდონის ცენტრალურ ლოკაციებზე საქართველოს შესახებ 46 გარე რეკლამა განთავსდა - GNTA კამპანიის მიზანზე

BM.GE9 მაისი, 2026, 02:58|bm.ge

ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციის ორგანიზებით დიდ ბრიტანეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.

„კამპანიის ფარგლებში ლონდონის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სარეკლამო ბილბორდები განთავსდა. საერთო ჯამში, 46 გარე სარეკლამო ბანერი, რომელიც მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე სტატიკურ რეკლამას.

კამპანიის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტულად მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოპულარიზაცია ბრიტანულ ბაზარზე.

კამპანიის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, ლონდონში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ფოტო კოლაჟებს 17 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, 2026 წლის პირველ კვარტალში, გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში +45.7%-ით მეტი ვიზიტი შედგა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში ამ მიმართულებიდან სულ 9 476 ვიზიტი შესრულდა.

რაც შეეხება 2025 წლის სტატისტიკას, შარშან ვიზიტების რაოდენობა 39.1%-ით 45 018-მდე გაიზარდა.

თბილისსა და ლონდონს შორის პირდაპირ ფრენებს ასრულებენ ავიაკომპანიები: British Airways და Easyjet.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE