მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Lufthansa იტალიური ITA Airways-ის საკონტროლო პაკეტს €325 მილიონად ყიდულობს
Lufthansa იტალიური ITA Airways-ის საკონტროლო პაკეტს €325 მილიონად ყიდულობს

Lufthansa იტალიური ITA Airways-ის საკონტროლო პაკეტს €325 მილიონად ყიდულობს

BM.GE14 მაისი, 2026, 00:16|bm.ge

ევროპის უმსხვილესმა საავიაციო ჯგუფმა, Lufthansa-მ განაცხადა, რომ იტალიურ ავიაკომპანია ITA Airways-ში თავისი ამჟამინდელი წილის 90%-მდე გაზრდას გეგმავს.

Lufthansa Group-ის განცხადებით, კომპანია "გამოიყენებს თავის უფლებას და მიმდინარე წლის ივნისში ITA Airways-ში საკონტროლო პაკეტს წინასწარ შეთანხმებულ ფასად, 325 მილიონ ევროდ შეიძენს".

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარიგება, რომელიც კომპანიის დირექტორთა საბჭომ ორშაბათს დაამტკიცა, როგორც ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანოების დასტურს საჭიროებს.

მას შემდეგ, რაც 2025 წლის იანვარში ITA Airways-ის აქციების 41% შეიძინა, Lufthansa-მ დაიტოვა უფლება, საკუთარი წილი ეტაპობრივად გაეზარდა.

გამყიდველი იტალიის მთავრობაა, რომელიც მანამდე ავიაკომპანიის 59%-ს ფლობდა. გარიგების დასრულების შემდეგ ის მხოლოდ 10%-იან წილს შეინარჩუნებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნაბიჯი ევროპის საავიაციო სექტორში კონსოლიდაციას აჩქარებს და, ამავდროულად, რომის გავლით, Lufthansa-ს იტალიურ ბაზარზე წვდომასა და შორ მანძილზე ფრენების ზრდის შესაძლებლობებს უძლიერებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, წილის გაზრდა ნიშნავს, რომ "ITA Airways-ი, როგორც ორგანიზაციულად, ისე ფინანსურად, სრულად იქნება ინტეგრირებული Lufthansa Group-ში".

"მომხმარებელთან უშუალო შეხებაში მყოფი ყველა სისტემა და ინტერფეისი უკვე ინტეგრირებულია", - განაცხადა Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარსტენ შპორმა. მისი თქმით, გამონაკლისია მხოლოდ "ჩრდილოატლანტიკური ფრენები", რაზეც "ჩვენი შერწყმისთვის მარეგულირებლის თანხმობას ჯერ კიდევ ველოდებით".

დამტკიცების შემთხვევაში, შესყიდვის პროცესი, სავარაუდოდ, 2027 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

ცალკეულ განცხადებაში, ITA Airways-ის ხელმძღვანელი იორგ ებერჰარტი მიესალმა გარიგებას, რომელსაც "ITA Airways-ისთვის უდიდესი ინდუსტრიული და სტრატეგიული მნიშვნელობის ნაბიჯი" უწოდა და აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის "სრული ინტეგრაცია Lufthansa Group-ში საერთაშორისო ბაზრებზე უფრო ძლიერად კონკურენციის საშუალებას მოგვცემს".

ევროპის საფონდო ბირჟებზე შუადღის ვაჭრობისას Lufthansa-ს აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE