მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლურსმნების იმპორტი 21.6%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა - საქსტატი
ლურსმნების იმპორტი 21.6%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა - საქსტატი

ლურსმნების იმპორტი 21.6%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა - საქსტატი

BM.GE25 მაისი, 2026, 02:49|bm.ge

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ლურსმნების და ანალოგიური ნაწარმის იმპორტი როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით შემცირდა.

ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში იმპორტმა 923 ტონა შეადგინა, რაშიც ქვეყანა, 966 600 აშშ დოლარი გადაიხადა. მაშინ როცა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ლურსმნის იმპორტის მაჩვენებელი 1 233 200 აშშ დოლარის 1 334 ტონა იყო. შესაბამისად, იმპორტი ღირებულებით 21.6%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობით 30.8%-ით.

2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, ბაზარზე მთავარი მომწოდებლები იყვნენ ჩინეთი, ირანი, თურქეთი, რუსეთი და პოლონეთი. ჩინეთიდან იმპორტმა შეადგინა 410 500 აშშ დოლარის ღირებულების 225 ტონა ლურსმანი, ირანიდან - 260 700 აშშ დოლარის 442 ტონა, თურქეთიდან - 183 600 აშშ დოლარის 206 ტონა, რუსეთიდან - 53 800 აშშ დოლარის 28 ტონა, ხოლო პოლონეთიდან - 16 500 აშშ დოლარის 1 ტონა.

პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ლურსმნების და ანალოგიური ნაწარმის ექსპორტი. 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტმა 77 500 აშშ დოლარის ღირებულების 86 ტონა პროდუქცია შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 5 200 აშშ დოლარის 4 ტონა იყო დაფიქსირებული. შესაბამისად, ექსპორტი დაახლოებით 15-ჯერ გაიზარდა ღირებულებით და 22-ჯერ - მოცულობით.

ექსპორტის თითქმის მთელი ნაწილი გაიყიდა ორ მეზობელ ბაზარზე - აზერბაიჯანში და სომხეთში. აზერბაიჯანში ექსპორტმა შეადგინა 75 400 აშშ დოლარი და 86 ტონა, ხოლო სომხეთში 2 100 აშშ დოლარი და 200 კილოგრამი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE