მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლურსმნიდან დაწყებული, ბიტუმით დამთავრებული ყველაფერი გაძვირდა... ინდექსაცია მიმდინარე პროექტებსაც უნდა შეეხოს- ინსი
ლურსმნიდან დაწყებული, ბიტუმით დამთავრებული ყველაფერი გაძვირდა... ინდექსაცია მიმდინარე პროექტებსაც უნდა შეეხოს- ინსი

ლურსმნიდან დაწყებული, ბიტუმით დამთავრებული ყველაფერი გაძვირდა... ინდექსაცია მიმდინარე პროექტებსაც უნდა შეეხოს- ინსი

BM.GE16 მაისი, 2026, 03:55|bm.ge

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფასების ინდექსაცია, მიმდინარე ხელშეკრულებებსაც უნდა შეეხოს - ამის შესახებ “საქმის კურსთან“ კომპანია „ინ-სის“ დირექტორმა ზვიად თოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პრემიერსა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრაზე მიიღეს დაპირება, რომ „ფასების ინდექსაციის“ მექანიზმი ამოქმედდება. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საწვავის გამო ყველაფერი გაძვირდა, ხარჯების ზრდას მხოლოდ კერძო სექტორის ვერ დაფარავს.

„საწვავის ფასიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყველაფერზე, ლურსმნიდან დაწყებული დამთავრებული ინერტული მასალით თუ ბიტუმით, ფასების ზრდა ყველაფერს შეეხო. სადაც ტექნიკა მუშაობს, სადაც საწარმოო დანადგარებია საჭირო აბსოლუტურად ყველაფერზე არის ფასები მომატებული. შესაბამისად, ეს ზრდა კომპანიების ხარჯზე ვერ გადავა. აუცილებელია ფიზიკურად მიმდინარე პროექტებზეც გავრცელდეს ინდექსაცია და სავარაუდოდ ჩვენი მონაცემებით მიმდინარე პროექტებსაც შეეხება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეეხოს“, - ამბობს თოიძე

გარდა ინდექსაციისა, რეფორმის ფარგლებში იცვლება 55-ე დადგენილებაც, რომლის მიხედვითაც ზედნადები ხარჯები 10%-დან 14%-მდე გაიზრდება. ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯები სექტორს გააჯანსაღებს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE