მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ევროპის საზღვაო კურორტებზე" - იგეგმება თუ არა ზაფხულის ტურისტული პაკეტების გაძვირება
"მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ევროპის საზღვაო კურორტებზე" - იგეგმება თუ არა ზაფხულის ტურისტული პაკეტების გაძვირება

"მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ევროპის საზღვაო კურორტებზე" - იგეგმება თუ არა ზაფხულის ტურისტული პაკეტების გაძვირება

BM.GE3 მაისი, 2026, 20:10|bm.ge

ტურისტული კომპანია "ვოიაჟერ 365"-ის გენერალური მენეჯერის განცხადებით, 2026 წლის ზაფხულის სეზონზე სამოგზაურო პაკეტების ფასები სტანდარტულ დიაპაზონში შენარჩუნდება და ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი ზრდა არ იგეგმება. ამის შესახებ გოგა ქუცნიაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პერიოდში, ზოგიერთ მიმართულებაზე ფასების მცირე ზრდა შეინიშნება, თუმცა ეს სეზონური ტენდენციის ფარგლებშია და ბაზრის საერთო სურათს არ ცვლის.

„ავიაკომპანიების ფასებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ტარიფები ისედაც უფრო მაღალია ხოლმე. მიმდინარე მოცემულობით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფასების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ტარიფები სტანდარტულ დიაპაზონშია. ეს მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არსებითად არ განსხვავდება სხვადასხვა მიმართულებით და მათი ცვლილების დინამიკას, სავარაუდოდ, დროის გასვლასთან ერთად ვნახავთ", - თქვა მან.

მისი შეფასებით, სიტუაცია ეტაპობრივად სტაბილურდება: „ტრადიციულად მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ევროპის საზღვაო კურორტებზე. განსაკუთრებით აქტიურია საბერძნეთის კუნძულები და კურორტები, ასევე ესპანეთის მიმართულება. ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნა ხორვატიისა და მონტენეგროს საზღვაო დასვენებაზეც“.

რაც შეეხება კონკრეტულ ტურისტულ პაკეტებზე ამჟამად არსებულ ფასებს, ქუცნიაშვილის ინფორმაციით, მაღალი მოთხოვნის მქონე ტურისტულ მიმართულებებზე, მათ შორის საბერძნეთის კუნძულებზე, პაკეტების საწყისი ღირებულება დაახლოებით 1500 ლარიდან იწყება, ხოლო საბოლოო ფასი მომხმარებლის არჩევანსა და არჩეული მომსახურების ტიპზეა დამოკიდებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE