მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მაგთიკომის" მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფებს ნაცვლად კომპანიისა, კომკომი დაადგენს
"მაგთიკომის" მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფებს ნაცვლად კომპანიისა, კომკომი დაადგენს

"მაგთიკომის" მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფებს ნაცვლად კომპანიისა, კომკომი დაადგენს

BM.GE29 მაისი, 2026, 22:22|bm.ge

კომკომის მთავარი პრეტენზიები „მაგთიკომთან“ მობილურ ქსელზე დაშვებასა და ვირტუალური ოპერატორების (MVNO) შემოსვლას უკავშირდება.

როგორც კომკომი თავის 2025 წლის ანგარიშში წერს, კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ როგორც ფიქსირებული, ისე მობილური კომუნიკაციების ბაზარი არაკონკურენტული იყო და განიცდიდა სტაგნაციას.

საბითუმო დაშვების შესაბამის ორივე ბაზარზე კი, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს წარმოადგენდა, რის გამოც ComCom-მა კომპანიას დამატებითი ვალდებულებები დააკისრა - „მაგთიკომს“ დაევალა მობილურ ქსელზე საბითუმო დაშვება, მათ შორის, ეროვნული როუმინგის, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვებისა და თანალოკაციის ვალდებულება, ასევე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხუთივე სპეციფიკური ვალდებულება, რომლებიც ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და დაშვების წინადადების გამოქვეყნებას მოიცავს.

2024 წელს დაკისრებული ვალდებულებების მიუხედავად, „მაგთიკომის“ მიერ შეთავაზებული საბითუმო ტარიფები კომისიამ არასამართლიანად მიიჩნია - „მაგთიკომი“ პოტენციურ პარტნიორებს იმაზე მაღალ ფასს სთხოვდა საბითუმო მომსახურებაში, ვიდრე თავად სთავაზობდა საცალო აბონენტებს.

„საბითუმო ტარიფი მნიშვნელოვნად აღემატებოდა „მაგთიკომის” მიერ ბაზარზე შეთავაზებულ საცალო ტარიფებს. შესაბამისად, პოტენციური MVNO-ს მიერ მიღებული საცალო შემოსავალი საკმარისი ვერ იქნებოდა საბითუმო ხარჯების ცვლადი ნაწილის დასაფარადაც კი“, - აღნიშნავს რეგულატორი.

როგორც კომისია აღნიშნავს, ამის გამო, კომკომმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება: მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფებს თავად კომისია დაადგენს, ნაცვლად თავად ოპერატორისა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს MVNO ოპერატორებისთვის რეალური კომერციული შესაძლებლობის შექმნას.

"კომისიამ შეაფასა „მაგთიკომის” მიერ მოწვევის ოფერტაში გამოქვეყნებული მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფები. აღმოჩნდა, რომ ტარიფები არ აკმაყოფილებდა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვალდებულებას ხარჯებზე ორიენტირებულობასთან დაკავშირებით და არსებული საცალო შეთავაზებების ფონზე, იყო შეუსაბამოდ მაღალი. კერძოდ, იმ მობილურ მომსახურებებში, რომლებიც ყველაზე მეტად მოთხოვნადი და მზარდია, საბითუმო ტარიფი მნიშვნელოვნად აღემატებოდა „მაგთიკომის” მიერ ბაზარზე შეთავაზებულ საცალო ტარიფებს.

შესაბამისად, პოტენციური MVNO-ს მიერ მიღებული საცალო შემოსავალი საკმარისი ვერ იქნებოდა არა თუ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის, არამედ საბითუმო ხარჯების ცვლადი ნაწილის დასაფარადაც კი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ ცვლილება შეიტანა 2024 წლის გადაწყვეტილებაში და განსაზღვრა, რომ მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფების გაანგარიშება, ნაცვლად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორისა, უნდა განახორციელოს კომუნიკაციების კომისიამ.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური მომსახურებების საცალო და შესაბამისი საბითუმო ბაზრების კვლევის მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრამ და პრაქტიკულმა დანერგვამ უნდა უპასუხოს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გამოვლენილ გამოწვევებს - შეზღუდულ კონკურენციას, დაბალ დინამიკურობას, ინოვაციების სიმწირესა და პროგრესის დეფიციტს" - წერია კომკომის ანგარიშში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა არის კვანტური კომპიუტერი და რატომ იბრძვიან სახელმწიფოები მისი შექმნისათვის?

რა არის კვანტური კომპიუტერი და რატომ იბრძვიან სახელმწიფოები მისი შექმნისათვის?

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

ქვეყნის მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხების 70% „სილქნეტის“ ხელშია - რა რეგულაციებს ამზადებს კომკომი?

ქვეყნის მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხების 70% „სილქნეტის“ ხელშია - რა რეგულაციებს ამზადებს კომკომი?

BM.GE

საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მზარდია - რას და რამდენს ვყიდით|5 წლის ტენდენცია

საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მზარდია - რას და რამდენს ვყიდით|5 წლის ტენდენცია

BM.GE