მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაინერმა $1.5 მილიარდის ბიტკოინი გაყიდა და სტრატეგიულ პრიორიტეტად AI განსაზღვრა
მაინერმა $1.5 მილიარდის ბიტკოინი გაყიდა და სტრატეგიულ პრიორიტეტად AI განსაზღვრა

მაინერმა $1.5 მილიარდის ბიტკოინი გაყიდა და სტრატეგიულ პრიორიტეტად AI განსაზღვრა

BM.GE14 მაისი, 2026, 04:40|bm.ge

ბიტკოინ-მაინერმა, MARA Holdings-მა პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა, რომელიც კომპანიის ბიზნესმოდელის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციაზე მიუთითებს. როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ $1.5 მილიარდის ღირებულების ბიტკოინი გაყიდა. ამ ნაბიჯის შედეგად, საჯარო კომპანიებს შორის ბიტკოინის რეზერვების მოცულობით MARA მეორე ადგილიდან მეოთხეზე ჩამოქვეითდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახლა კომპანია სტრატეგიულ აქცენტს ხელოვნური ინტელექტისა და მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემების ინფრასტრუქტურაზე აკეთებს, ნაცვლად ბიტკოინის მაინინგისა. ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ოჰაიოში Long Ridge Energy & Power-ის კამპუსის $1.5-მილიარდიანი შეძენაა. მენეჯმენტის განმარტებით, აღნიშნულ ობიექტს 600 მეგავატზე მეტი AI დატვირთვის მხარდაჭერა შეუძლია. კომპანია გეგმავს, რომ საკუთარი არაჰოსტირებული სიმძლავრეების 90% სამომავლოდ სწორედ AI და IT ინფრასტრუქტურის საჭიროებებისთვის გამოიყენოს.

პარალელურად, MARA-ს მაინინგის მაჩვენებლები ზრდას ინარჩუნებს, საანგარიშო კვარტალში ჰეშრეითი წლიურად 33%-ით გაიზარდა და წამში 72 ეგზაჰეში შეადგინა. კომპანიამ პერიოდის განმავლობაში 2,247 ბიტკოინი მოიპოვა, რაც წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია.

მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პრიორიტეტების ცვლილება მიუთითებს, რომ მაინინგი კომპანიისთვის ძირითადი საქმიანობიდან ბალანსის მართვის საშუალებად ტრანსფორმირდება.

ცნობისთვის, MARA Holdings-ი, რომელიც ადრე Marathon Digital Holdings-ის სახელით იყო ცნობილი, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტო-მაინინგ კომპანიას წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

BM.GE