მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაის-ივნისში გაყიდვებში ზრდის ტენდენციაა. იგრძნობა, რომ ტურისტული ნაკადები აღდგა - KOTON
მაის-ივნისში გაყიდვებში ზრდის ტენდენციაა. იგრძნობა, რომ ტურისტული ნაკადები აღდგა - KOTON

მაის-ივნისში გაყიდვებში ზრდის ტენდენციაა. იგრძნობა, რომ ტურისტული ნაკადები აღდგა - KOTON

BM.GE12 ივლისი, 2026, 13:30|bm.ge

რითეილ სექტორის ნაწილში აცხადებენ, რომ პირველ კვარტალში გაყიდვების კლების შემდეგ, ბოლო თვეებში დარგი ზრდის დინამიკას აჩვენებს.

როგორც მაღაზიათა ქსელ Koton-ში BMG-ის განუცხადეს, თუკი პირველ კვარტალში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე ქვეყანაში შემცირებული ტურისტული ნაკადები გაყიდვებზე ნეგატიურად აისახებოდა, უკვე მეორე კვარტალის ჭრილში რეალიზაციის ზრდა ფიქსირდება.

Koton-ის რეგიონალური მენეჯერის სალომე ისიანის განცხადებით, გაყიდვების დადებითი დინამიკა ბოლო ორ თვეში ფიქსირდება, რაც მისი შეფასებით, მათ შორის ტურისტული ნაკადების ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება.

“პირველ კვარტალში გაყიდვებში საკმაოდ ცუდი ტენდენცია ფიქსირდებოდა, მარტი-აპრილის პერიოდში ძალიან იმოქმედა თებერვლის ბოლოდან მსოფლიოში დაწყებულმა მოვლენებმა. თითქმის სრულად შეწყდა ტურისტების შემოდინება ქვეყანაში, რაც გაყიდვებზეც ნეგატიურად აისახა.

რაც შეეხება მეორე კვარტალს, უფრო დამშვიდდა როგორც ჩანს, სიტუაცია, საგრძნობლად ეტყობა, რომ ტურისტები შემოვიდნენ უკვე ქვეყანაში და მეორე კვარტალში გვიფიქსირდება საშუალოდ ზრდა 6-7%. ზრდის ტენდენცია უფრო მეტად მაის-ივნისში ფიქსირდება. მაისიდან უკვე შევამჩნიეთ, რომ ტურისტებთან ერთად გაყიდვებმაც დაიწყო ზრდა.

გაყიდვების რა წილი მოდის ადგილობრივ მომხმარებლებზე და რა ტურისტებზე, ეს მონაცემები არ გვაქვს, თუმცა როდესაც ტურისტები შეინიშნება მაღაზიებში, ზუსტად ანალოგიურად დაახლოებით 5-10% აისახება ეს გაყიდვების დინამიკაზე”, - განაცხადა სალომე ისიანმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანში საწვავის დეფიციტი გამწვავდა

ირანში საწვავის დეფიციტი გამწვავდა

BM.GE

რა აჩვენა ეროვნული გამოცდების შედეგებმა?| განათლების მკვლევარ შალვა ტაბატაძის ანალიზი

რა აჩვენა ეროვნული გამოცდების შედეგებმა?| განათლების მკვლევარ შალვა ტაბატაძის ანალიზი

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ეროვნულ სატყეო სააგენტოში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს

ეროვნულ სატყეო სააგენტოში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს

BM.GE