მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაისის ბოლოს აშშ-დან კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი იგეგმება - მაკა ბოჭორიშვილი
მაისის ბოლოს აშშ-დან კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი იგეგმება - მაკა ბოჭორიშვილი

მაისის ბოლოს აშშ-დან კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი იგეგმება - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE7 მაისი, 2026, 21:37|bm.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მაისის ბოლოს აშშ-იდან კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი იგეგმება, რომლის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.

ამის შესახებ ბოჭორიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოლტერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, ბოჭორიშვილი ირაკლი კობახიძესთან ერთად შეხვდა საქართველოში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოლტერს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, "რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში". მისი თქმით,

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა. განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე. თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. ერთი რამ არის ნიშანდობლივი, რომ ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები აპირებდნენ ჩამოსვლას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE