მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაისის დასაწყისში საწვავი კიდევ 9-21 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?
მაისის დასაწყისში საწვავი კიდევ 9-21 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

მაისის დასაწყისში საწვავი კიდევ 9-21 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE6 მაისი, 2026, 16:00|bm.ge

მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავის გაძვირება მაისის დასაწყისშიც გაგრძელდა. ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, მაისის დასაწყისში საწვავი კიდევ 9-21 თეთრით გაძვირდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასებისარქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში ბოლოს საწვავის ფასი 5 მაისს შეიცვალა და 10 თეთრით გაძვირდა.

შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

• G-Force სუპერი - ₾4.19, ზრდა - 10 თეთრი; • G-Force პრემიუმი - ₾3.79, ზრდა - 10 თეთრით; • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.65, ზრდა - 10 თეთრით; • ევრო რეგულარი - ₾3.63, ზრდა - 10 თეთრით; • G-Force ევრო დიზელი - ₾4.37, ზრდა - 10 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.27, ზრდა - 10 თეთრი;

უნდა აღინიშნოს, რომ მარტ-აპრილში ამ ბრენდის ქსელში ბენზინი 66 თეთრით, ხოლო დიზელი 1.12 ლარით გაძვირდა. Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ზრდა 9 მარტიდან დაიწყო და ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ 2 თვის განმავლობაში 8-ჯერ შეიცვალა.

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 2 და 6 მაისს შეიცვალა. ამ შემთხვევაშიც ბენზინი 10 თეთრით, დიზელი კი 15-17 თეთრით გაძვირდა.

დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

• ეკო სუპერი - ₾4.18; ზრდა - 10 თეთრი; • ეკო პრემიუმი - ₾3.78; ზრდა - 10 თეთრი; • ეკო დიზელი - ₾4.39; ზრდა - 17 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.34; ზრდა - 15 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.63; ზრდა - 10 თეთრი; • დიზელ ენერჯი - ₾4.29; ზრდა - 17 თეთრი;

ზოგადად, Wissol-ში ფასების კორექტირება 7 მარტიდან იწყება. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, მარტ-აპრილში საწვავი, ტიპის მიხედვით 0.64 – 1.26 ლარის ფარგლებში გაძვირდა.

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში მაისში საწვავის ფასი ჯერჯერობით აპრილის ბოლოსთვის დაფიქსირებულ ნიშნულზეა. ამ ქსელში საწვავი აპრილის განმავლობაში 15-30 თეთრით გაძვირდა.

დღეს, ამ ბრენდის სადგურებზე ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

• ნანო სუპერი - ₾3.87; ზრდა - 15 თეთრი; • ნანო პრემიუმი - ₾3.55; ზრდა - 15 თეთრი; • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.39; ზრდა - 15 თეთრი; • ევრო 5 დიზელი - ₾3.80; ზრდა - 30 თეთრი; • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.90; ზრდა - 30 თეთრი

ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ „სოკარში“ ფასების კორექტირება 11 მარტიდან დაიწყო და მარტის განმავლობაში 3-ჯერ შეიცვალა. ჯამში ბენზინი 17-29 თეთრით, ხოლო დიზელი 37-51 თეთრით გაძვირდა.

Connect-ის ქსელში მაისის დასაწყისში საწვავის ფასი 5 მაისს შეიცვალა და 10-11 თეთრით გაძვირდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

• სუპერი - ₾3.75, ზრდა - 10 თეთრი; • პრემიუმი - ₾3.45, ზრდა - 10 თეთრი; • რეგულარი - ₾3.25, ზრდა - 10 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.15, ზრდა - 11 თეთრი; • დიზელი - ₾3.80, ზრდა - 10 თეთრი

ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ Connect-ში ბენზინი 20-88 თეთრით, დიზელი კი 1.08- 1.36 ლარის ფარგლებში გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა თვის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც მნიშვნელოვნად გაძვირდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

• Efix სუპერი - ₾4.22; ზრდა - 23 თეთრი; • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.78; ზრდა - 19 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.59; ზრდა - 20 თეთრი; • Efix ევრო დიზელი - ₾4.32; ზრდა - 20 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.27; ზრდა - 20 თეთრი;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

• Euro Super – ₾4.01; ზრდა - 9 თეთრი; • Premium Avangard - ₾3.61; ზრდა - 9 თეთრი; • Euro Regular - ₾3.46; ზრდა - 9 თეთრი; • Euro Diesel - ₾4.17; ზრდა - 21 თეთრი.

მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე ბენზინი და დიზელის ფასი მეტად უნდა გაზრდილიყო, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებლების მხრიდან შემცირებული მოთხოვნის ფონზე, კომპანიებს საწვავის მარაგების ხანგრძლივობა გაიზარდა, რამაც საშუალება მისცათ ფასების შედარებით ნაკლებად გაეზარდათ.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, დიზელის საწვავი აპრილში 32%-ით გაძვირდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

1 ივლისიდან, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში ₾1,000,000-ის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს

1 ივლისიდან, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში ₾1,000,000-ის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს

BM.GE

რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 4.8 მილიარდ ლარს ინახავენ - უცხოელი დეპოზიტარების სტატისტიკა

რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 4.8 მილიარდ ლარს ინახავენ - უცხოელი დეპოზიტარების სტატისტიკა

BM.GE

ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შენარჩუნებულიყო - ლაშა ქავთარაძე

ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შენარჩუნებულიყო - ლაშა ქავთარაძე

BM.GE