მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაკა ბოჭორიშვილი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 05:37|bm.ge

24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეგვიპტელი ექსპატრიატების მინისტრთან, ბადრ აბდელატისთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ეგვიპტეს შორის არსებული ურთიერთობები და ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.მათივე ცნობით, მინისტრებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები."საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებს.მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE