მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაკა ბოჭორიშვილის სიტყვა ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე
მაკა ბოჭორიშვილის სიტყვა ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე

მაკა ბოჭორიშვილის სიტყვა ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე

BM.GE17 ივლისი, 2026, 01:41|bm.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.

„ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველო აღნიშნული გამოწვევების თვალსაჩინო მაგალითია და ბოლო წლებში არაერთი მცდელობა იყო მიმართული დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებისკენ.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას.ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების რისკებზე და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს, როგორც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ისე თავად საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს. „არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს,“ - აღნიშნა მინისტრმა.

გამოსვლის დასასრულს მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ტერორიზმი ხშირად შეუმჩნეველი ფორმებით ვლინდება და მის წინააღმდეგ ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოების საერთო გამოწვევაა.

„ეს ყველა ჩვენგანს უნდა აწუხებდეს, რადგან პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით. ეს არის გამოწვევა ყველა იმ დემოკრატიისთვის, რომელიც საკუთარი ინსტიტუტების, სუვერენიტეტისა და თავისი ხალხის ნების დაცვის ერთგულია,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანაკლიის პორტის პირველი ფაზა 2029 წლისთვის უნდა დასრულდეს, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს - კობახიძე

ანაკლიის პორტის პირველი ფაზა 2029 წლისთვის უნდა დასრულდეს, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს - კობახიძე

BM.GE

საქართველოში, საშუალოდ, $100 მილიონს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და €100 მილიონს-ევროკავშირიდან - კობახიძე

საქართველოში, საშუალოდ, $100 მილიონს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და €100 მილიონს-ევროკავშირიდან - კობახიძე

BM.GE

"ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძე

"ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძე

BM.GE

TSMC არიზონაში დამატებით $100 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

TSMC არიზონაში დამატებით $100 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

BM.GE