
მამუკა მდინარაძის დეკლარაციები გასაჯაროვდა - რა ქონებას ფლობს?
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ, 2026 წლის 31 იანვარს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
საქმე ის არის, რომ მდინარაძის ასევე მისი იმჟამინდელი მოადგილეების დეკლარაციების აღარ იძებნებოდა. ახლად შევსებულ დოკუმენტებთან ერთად, საჯარო აღარ იყო დეკლარაციებიც, რომლებსაც ის 2017 წლიდან, პარლამენტის წევრობის პერიოდში აქვეყნებდა.
დოკუმენტი ასახავს 2025 წლის განმავლობაში მის მიერ მიღებულ შემოსავლებს, განხორციელებულ მსხვილ ტრანზაქციებსა და ოჯახის მფლობელობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას.
2025 წლის განმავლობაში მამუკა მდინარაძე ორ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე შემოსავლის სახით მიღებული აქვს 85 476.
2025 წლის 3 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, სუსის უფროსის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 47 563 შეადგინა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, ნათია კუნჭულიას, ის მუშაობდა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში უფროსის მოადგილედ, სადაც წლის განმავლობაში ხელფასის სახით 79 043,27 ლარი აიღო.
დეკლარაციის მიხედვით, ნათია კუნჭულიას საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი თიანეთის რაიონში:
სოფელ სიმონიანთხევში მდებარე 1000 კვ.მ ფართობის ნაკვეთი, რომელიც 2022 წელს 6 000 ლარად შეიძინა.
სოფელ ხევსურთსოფელში მდებარე 1509 კვ.მ ფართობის ნაკვეთი, შეძენილი 2021 წელს 9 600 ლარად.
მამუკა მდინარაძე ფლობს ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება:
• ლადო გუდიაშვილის ფანქრით შესრულებულ ნახატს (შეძენილი 2010 წელს, 2000 ლარად). • ბაღდავაძის სამ ფერწერულ ტილოს, რომლებშიც ჯამში 4 200 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
