
მამუკა მდინარაძის დეკლარაციები გასაჯაროვდება - ადმინისტრაცია
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე 30 აპრილს დაინიშნა. მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, მისი ქონებრივი დეკლარაცია ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციაში BM.GE-ს განუცხადეს, რომ დოკუმენტი უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.
საქმე ის არის, რომ მამუკა მდინარაძის ასევე მისი იმჟამინდელი მოადგილეების დეკლარაციების აღარ იძებნება მისი ძველი დოკუმენტებიც, რომლებსაც ის 2017 წლიდან, პარლამენტის წევრობის პერიოდში აქვეყნებდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაშინ დაადასტურეს, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები შევსებულია, თუმცა მათი გასაჯაროება მიზანშეწონილად არ იყო.
ახალი ხელმძღვანელის, გელა გელაძის დეკლარაციები კი ამ დრომდე საჯაროა. bm.ge სუსთანაც ცდილობს გარკვევას, შეასრულებს თუ არა ახლად დანიშნული ძალოვანი კანონის მოთოვნას საჯაროობის შესახებ.
შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობა გამონაკლისებს არ ითვალისწინებს. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთაც დეკლარაციის წარდგენა და გასაჯაროება ევალებათ — მათ შორის არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მამუკა მდინარაძის წინამორბედი სუსის უფროსების დეკლარაციები ამ დრომდე საჯაროა და მათი გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მდინარაძის ბოლო საჯარო დეკლარაცია 2025 წლის 31 იანვრით თარიღდებოდა (რომელიც 2024 წლის მონაცემებს ასახავდა), თუმცა დღეის მდგომარეობით, ბაზებში არც აღნიშნული და არც წინა წლების დოკუმენტები აღარ იძებნება.
აუდიტის სამსახურში, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს სამართალმემკვიდრეა, BM.GE-ს კითხვებზე დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებიათ. ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა უკვე გამოქვეყნებული, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობის პერიოდის დეკლარაციების სისტემიდან წაშლა.