მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “მანჩესტერ იუნაიტედის” თანამფლობელის ჯიმ რეტკლიფის შემოსავალი 2 მილიარდი გირვანქათი შემცირდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” თანამფლობელის ჯიმ რეტკლიფის შემოსავალი 2 მილიარდი გირვანქათი შემცირდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თანამფლობელის ჯიმ რეტკლიფის შემოსავალი 2 მილიარდი გირვანქათი შემცირდა

BM.GE16 მაისი, 2026, 04:30|bm.ge

სერ ჯიმ რეტკლიფი კვლავაც რჩება გაერთიანებული სამეფოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის, თუმცა მისი ქონება თითქმის 2 მილიარდი ფუნტით შემცირდა.

ბრიტანულმა გამოცემა The Sunday Times-მა 2026 წლის უმდიდრეს ადამიანთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს 350 უმდიდრესი პირია დასახელებული.

სიაში სპორტთან დაკავშირებული არაერთი ფიგურაც მოხვდა, როგორც მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები, ასევე კლუბების მფლობელები. მათ შორისაა ინგლისის, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბეკჰემი, რომელიც პირველი ბრიტანელი სპორტსმენი გახდა, რომლის ქონებამ მილიარდ ფუნტს გადააჭარბა.

რეტკლიფის ქონება დაახლოებით 15.19 მილიარდ ფუნტად არის შეფასებული, რაც 2025 წლის 17.046 მილიარდ ფუნტთან შედარებით შემცირებაა. ამის გამო ის სიაში ერთი პოზიციით დაქვეითდა და მეცხრე ადგილი დაიკავა, რუს ფინანსისტ ალექს ლერკოს შემდეგ. პირველ ადგილზე კი ინდოელი მილიარდერები სანჯაი ჰინდუჯა, დჰეერაჯ ჰინდუჯა და ინდუსტრიული ჯგუფი Hinduja Group არიან, რომელთა ქონება 38 მილიარდ ფუნტად ფასდება.

73 წლის რეთკლიფმა ქონება ქიმიური გიგანტის INEOS-ის მეშვეობით დააგროვა, რომელიც 1998 წელს დააფუძნა. 2018 წელს ის გაერთიანებული სამეფოს უმდიდრესი ადამიანი იყო, როდესაც მისი ქონება 21.05 მილიარდ ფუნტად შეფასდა.

რეტკლიფმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 25%-იანი წილი 2023 წლის დეკემბერში შეიძინა, რის შემდეგაც კლუბის სპორტულ საქმიანობაზე კონტროლი მიიღო. მისი სპორტული პორტფელი ასევე მოიცავს Mercedes-AMG Petronas Formula One Team-ის მესამედ წილს, ფრანგულ კლუბ OGC Nice-ს, შვეიცარიულ Lausanne-Sport-სა და ველოსპორტის გუნდ Ineos Grenadiers-ს.

მისი ინვესტიციის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში მერვე და მეთხუთმეტე ადგილები დაიკავა, თუმცა მიმდინარე სეზონში გუნდის შედეგები გაუმჯობესდა, ჩემპიონთა ლიგის საგზური სამი ტურით ადრე გაინაღდა და ამჟამად ჩემპიონატის ცხრილში მესამე ადგილზეა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE