მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარკეტებმა 15 პროდუქტზე მომხმარებელს საუკეთესო ფასები შესთავაზეს, აღფრთოვანებული ვარ - ბერეკაშვილი
მარკეტებმა 15 პროდუქტზე მომხმარებელს საუკეთესო ფასები შესთავაზეს, აღფრთოვანებული ვარ - ბერეკაშვილი

მარკეტებმა 15 პროდუქტზე მომხმარებელს საუკეთესო ფასები შესთავაზეს, აღფრთოვანებული ვარ - ბერეკაშვილი

BM.GE13 მაისი, 2026, 18:21|bm.ge

"ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი აღფრთოვანებულია იმ ფასებით, რომელიც ქსელურმა მარკეტებმა მომხმარებელს 15 საბაზისო პროდუქტზე შესთავაზეს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას "ფასების კომისიის" მუშაობაზე საუბრისას განაცხადა.

მან მარკეტებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს მადლობა იმისთვის გადაუხადა, რომ გაითვალისწინეს "ფასების კომისიის" რეკომენდაცია და "სასურსათო კალათა" საბერძნეთის ბაზარზე არსებული მოდელის მიხედვით შექმნეს.

"პირველ ეტაპზე ჩვენ მივეცით რეკომენდაციები. შევისწავლეთ რუმინეთის და უნგრეთის გამოცდილება, აღნიშნულმა ქვეყნებმა ინფლაციასთან საბრძოლველად გადაწყვიტეს საბაზისო პროდუქტებზე ფასების ზედა ზღვარი დაეწესებინათ ან მარჟების შექმნისას ზედა ზღვარი დაეწესებინათ. შესწავლამ აჩვენა, რომ ასეთმა მიდგომამ - აგრესიულმა ინტერვენციამ ბაზარზე უფრო მეტი პრობლემა შექმნა, ვიდრე სიკეთე მოიტანა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და რეკომენდაციაც ამ მიმართულებით სწორედ ამიტომ არ გავეცით, თორემ ადვილი იქნებოდა, საბაზისო პროდუქტზე ზედა ზღვარი დაგვეწესებინა და ისეთ სავალალო შედეგს მივიღებდით, რომ შეიძლება ბაზრის სტრუქტურა ჩამოშლილიყო. თუმცა ჩვენ შევისწავლეთ საფრანგეთის და საბერძნეთის გამოცდილება და რეკომენდაციის სახით მხარი დავუჭირეთ ამ მსუბუქ ინტერვენციას, რომელიც ეფუძნება კონკურენციას და ბაზრის სტრუქტურას. ჩვენი ბაზრის სტრუქტურის შესწავლამ დაგვანახა, რომ ის ძალიან ჰგავს საბერძნეთის ბაზარს და ასეთი რეკომენდაციები გავეცით.

მე მოხარული ვარ და მადლობა მინდა ვუთხრა ქსელებს, დისტრიბუტორებს და მწარმოებლებს, რომლებმაც ბერძნული მოდელის მიხედვით „საოჯახო კალათა“ შექმნეს და ამის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 15 საბაზისო პროდუქტი, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მასზე საუკეთესო ფასების შესთავაზეს მომხმარებელს და ისეთის საუკეთესო ფასები შესთავაზეს, რომ მართლაც მე რომ შევამოწმე აღფრთოვანებული დავრჩი და თქვენც შეგიძლიათ მედიასაშუალებებით ნახოთ და როგორც არ უნდა ჩათვალოთ, ამ ეტაპისთვის ეს ძალიან კარგი მიღწევაა", - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფასების ზრდის პრობლემა არა კომპანიების გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ ბიზნეს მოდელშია, რისთვისაც სახელმწიფომ რეფორმები უნდა გაატაროს.

"რაც შეეხება საშუალოვადიან პროცესს, აქ მთავარია სისტემური რეფორმა ჩატარდეს და ყველაზე დიდი პრობლემა, არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ გადაჭარბებულ ხარჯებშია, ასე რომ ვთქვათ, არაეფექტურ ბიზნეს მოდელშია, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ეს წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და ის, რაც არასწორად კეთდებოდა 10 წლის განმავლობაში, შეუძლებელია ერთ დღეში გასწორდეს. ამას სისტემური რეფორმა სჭირდება. ეს რეფორმა გაწერილია იმ დასკვნაში და დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ამიტომ, მოდით, ჩვენს მოსახლეობას შეცდომაში ნუ შევიყვანთ იქ სადაც შესაძლებელი იყო კორექცია, მოხდა, დანარჩენს სჭირდება რეფორმები და ამ რეფორმებს ჩვენ ჩავატარებთ", - თქვა "ოცნების" დეპუტატმა.

ცნობისთვის, რითეილ ასოციაციის განცხადებით, ქსელური მარკეტები მომხმარებელს სოციალურ პროდუქტზე ფასდაკლებებს სთავაზობენ. სოფიო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ დარგობრივი გაერთიანების წევრებმა სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები თითქმის ორი კვირაა რაც დაიწყეს, თუმცა თითოეული ქსელური მარკეტის მიერ „სოციალური კალათის“ ფარგლებში წარმოდგენილ პროდუქტებზე განსხვავებული ფასდაკლებები მოქმედებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მთავრობისა და ბიზნესის კომუნიკაციისას გამოკვეთილ 15 პირველადი მოხმარების პროდუქტზე ქსელების მიერ შეთავაზებული ფასდაკლება მოკლევადიანი შედეგია და გრძელვადიანი შედეგისთვის მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 გასტროწარმოდგენა კვირაში - Le Petit Chef-ის გასტრონომიული შოუ თბილისშია | როგორია მოთხოვნა?

6 გასტროწარმოდგენა კვირაში - Le Petit Chef-ის გასტრონომიული შოუ თბილისშია | როგორია მოთხოვნა?

BM.GE

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, ფარული რისკები და პოლიტიკური კვეთა

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, ფარული რისკები და პოლიტიკური კვეთა

BM.GE

თურქეთმა სომხეთთან ვაჭრობის ბარიერები მოხსნა

თურქეთმა სომხეთთან ვაჭრობის ბარიერები მოხსნა

BM.GE

დანელიას ქუჩაზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს

დანელიას ქუჩაზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს

BM.GE