მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარკო რუბიოს თქმით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაასრულა
მარკო რუბიოს თქმით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაასრულა

მარკო რუბიოს თქმით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაასრულა

BM.GE6 მაისი, 2026, 12:18|bm.ge

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ორთვიანი სამხედრო კამპანია ოფიციალურად დაასრულა. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ოპერაცია შეწყდა. როგორც ირკვევა, ვაშინგტონი ახლა თავდაცვით პოზიციაზე გადადის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა გუშინ გაავრცელა და თქვა, რომ ამ მომენტისთვის ამერიკის პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვაა. საყურადღებოა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებს აგრძელებს. ბოლო დღეებში დაიბომბა არაერთი ნავთობტანკერი, ასევე რაკეტები მოხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ფუჯერიას ინდუსტრიუკ კომპლექსს და ომანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს.

როგორც ირკვევა, ამჟამად შტატების ახალი თავდაცვითი სტრატეგია სავაჭრო გემების მოძრაობის აღდგენას ისახავს მიზნად. მარკო რუბიომ წარადგინა ინიციატივა, რომელიც საზღვაო მიმოსვლის დაცვას გულისხმობს. სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ მისი გეგმა ჰორმუზის სრუტეს რეალურად გაათავისუფლებს ირანული საფრთხისაგან. როგორც ირკვევა, ინიციატივის ფარგლებში მთავარი ტვირთი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოვა. ცნობისთვის, ამ დრომდე ამერიკული ფლოტის დაცვით ტერიტორიის გავლა მხოლოდ ორმა გემმა შეძლო. შეგახსენებთ, რომ ომამდე სატრანზიტო მარშრუტზე ყოველდღიურად 130 ხომალდი გადიოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE